რა არის ქოლანგიოსკოპია, როგორ და რა შემთხვევაში გამოიყენება ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ცენტრის ექიმი ენდოსკოპისტი - თეიმურაზ სამადაშვილი.
რა არის ქოლანგიოსკოპი და ქოლანგიოსკოპია?
ქოლანგიოსკოპი არის სპეციალური სამედიცინო აპარატი, რომელიც გამოიყენება ნაღვლის სადინრებისა და ზოგჯერ პანკრეასის სადინრების პირდაპირი ვიზუალიზაციისათვის.
ქოლანგიოსკოპი წარმოადგენს ენდოსკოპის ტიპს, რომელიც შედარებით წვრილი და მოქნილია, რათა შესაძლებელი იყო მისი შეყვანა სანაღვლე გზებში. მისი საშუალებით შესაძლებელია:
• დიაგნოსტიკა – ნაღვლის სადინრების შევიწროვების, ბლოკის, კენჭების ან სიმსივნური წარმონაქმნების აღმოჩენა.
• თერაპია – მცირე ქირურგიული მანიპულაციები, მაგალითად ნაღვლის ან პანკრეასის (ვირზუნგის) სადინრის კენჭების ამოღება ან ბიოფსიის აღება.
როგორ ტარდება ქოლანგიოსკოპია?
ქოლანგიოსკოპი შეჰყავთ ნაღვლის სადინარში და პანკრეასის სადინარში. მოწყობილობას აქვს ვიდეოკამერა თავისი განათებით, რა დროსაც ექიმი ეკრანზე ხედავს სადინრების შიდა სტრუქტურას. საჭიროების შემთხვევაში სპეციალური საბიოფსიო არხით შესაძლებელია ინსტრუმენტების შეყვანა და საჭირო ჩარევების განხორციელება.
რა შემთხვევაში ხდება ქოლანგიოსკოპის გამოყენება?
• ნაღვლის სადინარში კენჭების არსებობისას.
• პანკრეასის (ვირზუნგის) სადინარში კენჭების არსებობისას.
• სიმსივნური წარმონაქმნების ან პოლიპების შესაფასებლად.
• სტენოზის (შევიწროვების) მიზეზის დასადგენად.
საბოლოოდ, ქოლანგიოსკოპი არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკურ-თერაპიული სამედიცინო აპარატი, რომელიც ექიმებს ეხმარება პანკრეასისა და სანაღვლე გზების დაავადებების უფრო ზუსტად შეფასებასა და მკურნალობაში.
დღეს პირველი მსგავსი აპარატი საქართველოში აქვს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტს. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაეწეროთ და გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს კლინიკაში.
- ნახვები:39













