სათესლე ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი იშვიათი ონკოლოგიური პათოლოგიაა, რომელიც უმეტესად ახალგაზრდა მამაკაცებში გვხვდება. დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობის ტაქტიკა დაავადების წარმატებულ მართვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ თემაზე საკუთარ გამოცდილებასა და რეკომენდაციებს გვიზიარებს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის უროლოგი - ბესო ხვედელოძე.“
სათესლე ჯირკვლის სიმსივნე გავრცელების მიხედვით შეადგენს მამაკაცებში ონკოლოგიურ დაავადებათა 1–5%-ს და უროლოგიური სიმსივნეთა 5%-ს. დასავლეთის ქვეყნებში ყოველწლიურად აღინიშნება 3–6 ახალი შემთხვევა 100 000 მამაკაც მოსახლეზე. შემთხვევათა 1–2%-ში დაავადება მოიცავს ორივე სათესლე ჯირკვალს. გვხვდება სხვადასხვა ჰისტოლოგიური ფორმები, თუმცა შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში (90–95%) აღინიშნება გერმინოგენულ უჯრედებისგან განვითარებული სიმსივნეები.
დაავადების ასაკობრივი პიკი გვხვდება სიცოცხლის მესამე ათწლეულში არასემინომური სიმსივნეებისათვის და მეოთხე ათწლეულში სუფთა სემინომის შემთხვევაში. აღნიშნულია დაავადების მემკვიდრული ხასიათი, განსაკუთრებით ძმებში.
განკურნება. სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები დღეს კარგად რეაგირებს მკურნალობაზე, რაც ეფუძნება შემგედ ფაქტორებს:
დაავადების დიაგნოსტირების მომენტში პროცესის მაღალი სიზუსტით სტადირების შესაძლებლობას ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიისა და ქირურგიის კომბინირებულ გამოყენებას ეფექტური მეთვალყურეობის სქემების არსებობას
კლინიკური გამოვლინებები და საწყისი სიმპტომატიკა
დიაგნოზის დასმის მომენტში პირველი სტადია აღენიშნებათ პაციენტთა 75 – 80 % სემინომის შემთხვევაში და დაახლოებით 55% არასემინომური სიმსივნეების დროს.
კლინიკურად დაავადება ძირითადად გვხვდება 20–40 წლის მამაკაცებში. თავდაპირველად ვლინდება როგორც უმტკივნეულო წარმონაქმნი ცალ სათესლე პარკში.
შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში პირველი სიმპტომი არის ტკივილი სათესლე ჯირკვლის არეში. ლოკალური მტკივნეულობა აღენიშნება პაციენტთა დაახლოებით 27%. იშვიათად დაავადება ვლინდება სათესლე ჯირკვლის ტრავმის შედეგად. გინეკომასტია აღინიშნება პაციენტთა 7%-ში და უფრო მეტად დამახასიათებელია არა სემინომური სიმსივნეებისთვის. წელ-ზურგის არეში ტკივილი ვლინდება შემთხვევათა 11%-ში.
ერთ-ერთი სათესლე ჯირკვლის ზომებში შემცირება შეიძლება წინ უსწრებდეს დაავადების გამოვლენას. 10%-ში სიმპტომატიკა შეიძლება ორქოეპიდიდიმიტით დაიწყოს, რაც დიაგნოზის დაგვიანების მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სათესლე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა.
სათესლე ჯირკვლის სიმსივნეების ადეკვატური მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების სწორი სტადირება. მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია დაავადებისჰისტოლოგიური ტიპისა და გავრცელების თავისებურების მიხედვით.
აუცილებლად უნდა შეფასდეს:
- სიმსივნის მარკერები სისხლში ორქექტომიამდე და მის შემდეგ
- სათესლე ჯირკვლის მორფოლოგია
- მუცლის ღრუსა და ლავიწზედა ლიმფური კვანძები
- ფილტვებისა და შუასაყრის მეტასტაზური დაზიანების არსებობა
- თავის ტვინი და ძვლები შესაფერისი სიმპტომების არსებობისას.
სიმსივნის მარკერები
სათესლე ჯირკვლის მარკერები სისხლში გვევლინებიან პროგნოზულ ფაქტორებად. მათ ასევე დიდი როლი ენიჭებათ დიაგნოსტიკასა და სტადირების პროცესში.ისაზღვრება შემდეგი მარკერები:
1. AFP ალფა-ფეტო პროტეინი (გამომუსავდება ყვითრის პარკის უჯრედებში)
2. beta-HCG ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ბეტა ფრაქცია(გამომუშავდება ტროფობლასტებში)
3. LDH ლაქტატ-დეჰიდროგენაზა (ქსოვილოვანი დესტრუქციის მაჩვენებელი)
მკურნალობა და ქირურგიული მიდგომები
შესაძლებელია მურნალობის პირველ ეტაპზე ჩატარდეს ინდვინალური ორქექტომია. ორგანო შემნახველი ოპერაცია ტარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:
ორივე ჯირკვლის სიმსივნის არსებობისას
ერთადერთი სათესლე ჯირკვლის სიმსივნისას
სიმსივნის ზომა 2 სმ და აბლასტიკის წესების დაცვით
ასეთ შემთხვევებში ძალიან მაღალია ჯირკვლის დარჩენილ ნაწილში CIS-ის სიხშირე (82%), რის გამოც აუცილებელია შემდგომი რადიოთერაპიული კურნალობა.
სათესლე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა მიზანშეწონილია იმ დაწესებულებებში, სადაც არსებობს ამის გამოცდილება. თუმცა ადრეულ სტადიებზე მკურნალობა შეუძლია ყველა უროლოგს.
- ნახვები:229