ონკოქირურგია

ონკოქირურგია

ონკოქირურგია თბილისში | ონკოლოგიური ქირურგია — კოი სამედიცინო ჰაბი

 

ონკოქირურგია (ქირურგიული  ონკოლოგია)

 

რა არის ონკოქირურგია?

ონკოქირურგია (ქირურგიული ონკოლოგია) წარმოადგენს მედიცინის სპეციალიზებულ დარგს, რომელიც კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკას, ქირურგიულ მკურნალობას და დაავადების  კომპლექსურ მეთვალყურეობას უზრუნველყოფს.

ონკოქირურგიული ჩარევა  წარმოადგენს  პაციენტის მკურნალობის ძირითად და ყველაზე ეფექტურ ეტაპს.

ონკოქირურგიის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები

ონკოლოგიურ ქირურგიაში ოპერაციას რამდენიმე განსხვავებული მიზანი შეიძლება ჰქონდეს:

  1. დიაგნოსტიკა და ბიოფსია: საეჭვო წარმონაქმნიდან ქსოვილის აღება (ინციზიური, ექსციზიური ან პუნქციური ბიოფსია) ჰისტოპათოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევისთვის.
  2. რადიკალური (კურატიული) ქირურგია: სიმსივნური ქსოვილის სრული ამოკვეთა ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში (უსაფრთხოების ზღვარი) ან რეგიონულ ლიმფურ კვანძებთან ერთად.
  3. ციტორედუქციული ქირურგია: სიმსივნური მასის მაქსიმალური შემცირება იმ შემთხვევებში, როდესაც წარმონაქმნის სრული ამოკვეთა შეუძლებელია, რათა გაიზარდოს შემდგომი ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის ეფექტურობა.
  4. პალიატიური ქირურგია: სიმპტომების (ტკივილი, სისხლდენა, ნაწლავის ან სანაღვლე გზების გაუვალობა) შემსუბუქება და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
  5. რეკონსტრუქციული ქირურგია: სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ ორგანოს ფუნქციისა და ესთეტიკური იერსახის აღდგენა.

 

ონკოქირურგიული მკურნალობის მიმართულებები

  • მუცლის ღრუს ორგანოების ონკოქირურგია:
    • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები (კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავისა და აპენდიქსის ავთვისებიანი წარმონაქმნები).
    • ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ონკოქირურგია (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე სადინარებისა და პანკრეასის რთული ოპერაციები).
  • მამოლოგიური ონკოქირურგია:
    • სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა.
    • რადიკალური და ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები (რადიკალური მასტექტომია, ლუმპექტომია, სექტორული რეზექცია)
    • ონკოპლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია (სარძევე ჯირკვლის აღდგენა იმპლანტებით ან საკუთარი ქსოვილებით)
  • თორაკალური ონკოქირურგია:
    • ფილტვის, შუასაყარის (მედიასტინუმი), პლევრისა და საყლაპავის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა.
  • გინეკოლოგიური ონკოქირურგია:
    • საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანის, საკვერცხეების, საშოსა და ვულვის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა.
  • უროლოგიური ონკოქირურგია:
    • თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის, სათესლე ჯირკვლებისა და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების ქირურგია.
  • თავ-კისრის ონკოქირურგია:
    • ფარისებრი და მომიჯნავე ჯირკვლების, სანერწყვე ჯირკვლების, ხორხის, ენის, პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა.
  • კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვალ-სახსართა სისტემის ონკოქირურგია:
    • მელანომისა და კანის სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნების ამოკვეთა.
    • რბილი ქსოვილებისა წარმონაქმნების და ძვლოვანი სისტემის სარკომების  ქირურგია.

 

მულტიდისციპლინური მიდგომა — ონკოლოგიური საბჭო (Tumor Board)

თანამედროვე ონკოქირურგია არ არსებობს იზოლირებულად. ჩვენს კლინიკაში თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმა განიხილება მულტიდისციპლინური გუნდის (Tumor Board) მიერ, რომელშიც მონაწილეობენ:

  • ონკოქირურგი
  • კლინიკური ონკოლოგი (ქიმიოთერაპევტი)
  • რადიაციული ონკოლოგი (სხივური თერაპევტი)
  • პათოლოგ-მორფოლოგი
  • რადიოლოგი (CT, MRI, PET-CT სპეციალისტი)
  • კლინიკური ფსიქოლოგი

გუნდი უზრუნველყოფს მკურნალობის ინდივიდუალური, საერთაშორისო გაიდლაინებზე (NCCN, ESMO) დაფუძნებული სტრატეგიის შემუშავებას.

 

რატომ „კოი სამედიცინო ჰაბი“?

ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია დრო, სიზუსტე და სწორად შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა. „კოი სამედიცინო ჰაბში“ ონკოქირურგიული მომსახურება ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებულ მიდგომებს.

  • მულტიდისციპლინური მიდგომა: თითოეული პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურია. სამედიცინო პროცესების სწორი დაგეგმვა იწყება დაავადების ხასიათის და თავისებურების სრულყოფილი შეფასებით, რომელსაც ერთობლივად უზრუნველყოფს გამოცდილი  სპეციალისტების გუნდი.
  • ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები: უახლესი დიაგნოსტიკური და ქირურგიული აპარატურა საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ როგორც დამზოგველი, ისე მაღალი სირთულის რადიკალური ოპერაციები.
  • სრული სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში: დაავადების მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა,  ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრი, კლინიკური ონკოლოგების კვალიფიციური მომსახურება —  ყველაფერი ერთ კლინიკაში.
  • პაციენტზე ზრუნვა და მხარდაჭერა: ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს არა მხოლოდ მაღალპროფესიულ სამედიცინო დახმარებას, არამედ მაქსიმალურ კომფორტს  და გამოცდილი ფსიქოლოგების მხარდაჭერას პოსტოპერაციულ პერიოდში.

კოი სამედიცინო ჰაბი — ზუსტი დიაგნოსტიკა და საიმედო მხარდაჭერა.

ექიმები

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები