ჩაეწერეთ მიღებაზე

ამ ეტაპზე ექიმთან ჩაწერის მოდული დამუშავების პროცესშია. სასურველ ექიმთან ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (032) 251 68 00

კანი და რბილი ქსოვილები

 

კლინიკურ ონკოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციონირებს კანისა და რბილი ქსოვილების განყოფილება, რომელიც ფოკუსირებულია კანისა და რბილი ქსოვილების სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის სიმსივნური და არასიმსივნური წარმონაქმნების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.

ამბულატორიულ პირობებში ტარდება მცირე და საშუალო ზომის კანის წარმონაქმნის ამოკვეთა, ქირურგიული  გზით, (მაგალითად, ხალები, კისტები, მეჭეჭები, ლიპომები, კანის სიმსივნეები)  ეს არის უსაფრთხო და ეფექტური პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც დაავადებული კანის მოცილებას, ისე ესთეტიკურ და ფუნქციურ აღდგენას . ყველა პროცედურა ტარდება უსაფრთხო და სტერილურ პირობებში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და მინიმალურ გართულებებს.

კლინიკურ ონკოლოგიის ინსტიტუტში - კანის სიმსივნეების დროს კეთდება , როგორც წარმონაქმნის გართე ამოკვეთა, ასევე წარმონაქმნის ფართე ამოკვეთა -  კანის პლასტიკით. ეს წარმოდგენს როგორც კანის ადგილობრივ როტაციას დეფქტის დასაფარად, ასევე შესაძლებელს ხდის კანის თავისუფალ გადანერგვას.

რბილი ქსოვილების ავთვისებიანი წარმონაქმნების მკურნალობა მოიცავს მრავალფეროვან მიდგომებს, რომლებიც დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, სტადიაზე, ლოკალიზაციაზე და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამ დროს შესაძლებელია: სარკომების გაფართოვებული ამოკვეთა, ბლოკ-ამოკვეთა კუნთებთან ერთად კიდურების შენარჩუნებით,აგრეთვე ამპუტაციები, ეგზარტიკულაციები,ლიმფოდისუქციები იღლიისა და საზარდულის( ძუკენის ოპერაცია).

კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების მართვა მოითხოვს ადრეულ დიაგნოზსა და სწორი მკურნალობის მეთოდების არჩევას, რათა უზრუნველყოს პაციენტის ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხ

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები