ნეიროქირურგია

ნეიროქირურგია

ნეიროქირურგია მედიცინის მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელიც სპეციალიზებულია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობაზე. „კოი სამედიცინო ჰაბის“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტი უზრუნველყოფს თავისა და ზურგის ტვინის, ხერხემლისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების როგორც ქირურგიულ ასევე კონსერვატულ მართვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენი გუნდი ახორციელებს როგორც მიკროქირურგიულ, ისე მცირეინვაზიურ და ენდოვასკულურ ჩარევებს, რაც პაციენტებისათვის მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ეფექტურ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. „კოი სამედიცინო ჰაბი“ გათავაზობთ შემდეგ სერვისებს:

 

1. ნეირო-ონკოლოგია

  • თავის ტვინის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა;
  • ზურგის ტვინის სიმსივნეების (ინტრა და ექსტრა-მედულარული წარმონაქმნები) მკურნალობა;
  • ჰიპოფიზის ადენომა;
  • თავის ტვინის განვითარების ანომალიების მკურნალობა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობა;

2. თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები

  • თავის ტვინის ანევრიზმების ღია ან ენდოვასკულური ოკლუზია;
  • არტერიო-ვენური მალფორმაციების (AVM) მკურნალობა;
  • თავის ტვინის ვენური ანომალიების მკურნალობა;

 

3. ხერხემლის პათოლოგიები

  • მალთაშუა დისკის თიაქარების დისკექტომიები;
  • არასტაბილური ხერხემლის ფიქსაცია ;
  • ხერხემლის არხის სტენოზის მკურნალობა;

 

4. ჰიდროცეფალიის მკურნალობა

 შუნტირების ოპერაციები  მართვადი და ანტიგრავიტაციული შუნტებით

 

5 . სხვა ნეიროქირურგიული სერვისები

  • სამწვერა ნერვის ნევრალგიის, ჰემიფაციალური სპაზმისა და სპასტიური კისერმრუდობის ქირურგიული მკურნალობა (მიკროვასკულური დეკომპრესია);
  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების  (მათ შორის შუათანა ნერვის დეკომპრესია კარპალური გვირაბის სინდრომის) მკურნალობა;
  • ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა;
  • თავისა და ზურგის ტვინის პარაზიტული დაზიანებების მკურნალობა;
  • თანდაყოლილი და განვითარების მანკების ქირურგია.   ნერვული სისტემის სტრუქტურული დარღვევების კორექცია;
  • ნეიროტრავმის როგორც ქირურგიული, ისე კონსერვატული მკურნალობა (ინტრაკრანიალური წნევის უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობით).

 

6. რეკონსტრუქციული ნეიროქირურგია

  • ქალას/ქალასარქველის პოსტოპერაციული დეფექტების მთლიანობის აღდგენა 3D მოდელირებული ინდივიდუალური იმპლანტების მეშვეობით;
  • პერიფერიული ნერვების ტრავმული დაზიანების მკურნალობა;

 

7. გადაუდებელი ნეიროქირურგია

  • ქალა სარქველისა და თავის ტვინის, ასევე ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების მკურნალობა;
  • მწვავე ინსულტის მართვა და მკურნალობა;

 

ნეიროქირურგიული დაავადებების ეფექტური მართვა საწყის ეტაპზე მოითხოვს ზუსტ დიაგნოზსა და საოპერაციო პროცესის დაგეგმვას. „კოი სამედიცინო ჰაბის“ ნეიროქირურგიის დეპარტამენტი აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით, რაც უზრუნველყოფს რთული ჩარევების უსაფრთხოებასა და მაღალი სიზუსტით წარმართვას.

  • კლინიკა აღჭურვილია Sony & Olympus-ისkoi neiroqirurgia უახლესი თაობის ეგზოსკოპით, რომელიც უნიკალურია კავკასიისა და მეზობელ ქვეყნებში და ტრადიციულ საოპერაციო მიკროსკოპებთან შედარებით მთელ რიგ უპირატესობებს ფლობს. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ეგზოსკოპური ნეიროქირურგია ექსკლუზიურად ჩვენთანაა ხელმისაწვდომი. გარდა ქირურგიული კომფორტისა, აპარატი უზრუნველყოფს ინტრაოპერაციულ ანგიოგრაფიულ კონტროლს.  ტექნოლოგიას, რომელიც რეგიონში მხოლოდ ჩვენს ცენტრშია წარმოდგენილი. დამატებით, მოწყობილობას გააჩნია ფლუორესცენციული რეჟიმი, რაც საშუალებას იძლევა, დიდი სიზუსტით განვასხვაოთ ნორმალური ტვინის ქსოვილი სიმსივნურისგან. აღნიშნული ფუნქცია უზრუნველყოფს თავის ტვინის სიმსივნეების რადიკალურ ამოკვეთას ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნებით;
  • კლინიკაში დანერგილია ინტრაოპერაციული ნეირო-ფიზიოლოგიური მონიტორინგი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ინტრა და პოსტ-ოპერაციული გართულებების რისკს;
  • Shimadzu Trinias c12koi neiroqirurgia უახლესი დიგიტალური ანგიოგრაფი, რომელიც  მაღალი რეზოლუციით მუშაობის საშუალებას გვაძლევს;

 

ინოვაციური ტექნოლოგიები და ნეიროქირურგთა ძლიერი გუნდი.  „კოი სამედიცინო ჰაბი“ გთავაზობთ ნეიროქირურგიული მკურნალობის სრულ სპექტრს. ჩვენი სპეციალისტების გამოცდილება და უახლესი აპარატურა განაპირობებს ოპერაციების მაღალ სიზუსტესა და პაციენტების სწრაფ რეაბილიტაციას.

 

„კოი სამედიცინო ჰაბში“  ნეიროქირურგიის კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ნომერზე დარეკვით 0322 111 000

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები