ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტი

ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტი

„კოი სამედიცინო ჰაბის“ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტი წარმოადგენს კლინიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოების სრულ ციკლს ქირურგიული, დიაგნოსტიკური და ამბულატორიული ჩარევების დროს. ჩვენი მიზანია უახლესი საერთაშორისო გაიდლაინებისა და მულტიმოდალური მიდგომების გამოყენებით პაციენტის ოპტიმალური მომზადება, ინტრაოპერაციული უსაფრთხოება და ეფექტური პოსტოპერაციული რეაბილიტაცია.

ჩვენი ძირითადი მიმართულებები და სერვისები

 

1. პრეოპერაციული შეფასება და რისკების მართვა

ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დაგეგმვამდე პაციენტი გადის სავალდებულო კონსულტაციას ანესთეზიოლოგთან. პროცესი მოიცავს:

  • პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და თანმხლები პათოლოგიების სიღრმისეულ შეფასებას.
  • დაავადების შესაბამისი წინასაოპერაციო კვლევების დანიშვნასა და ანალიზს.
  • კონკრეტული ოპერაციისა და პოსტოპერაციული პერიოდის რისკების მინიმიზაციას.
  • ინდივიდუალური პერიოპერაციული გეგმის შედგენას.

 

2. ანესთეზიის თანამედროვე მეთოდები

პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა და ოპერაციის სპეციფიკის გათვალისწინებით, დეპარტამენტში გამოიყენება ყველა სახის მაღალტექნოლოგიური ანესთეზია:

  • ზოგადი ბალანსირებული და სხვა ზოგადი ანესთეზია: თანამედროვე ინჰალაციური და ინტრავენური აგენტებით.
  • ტოტალური ინტრავენური ანესთეზია (TIVA): სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით ან ხელოვნური ვენტილაციით.
  • რეგიონული ანესთეზიის მეთოდები: სპინალური, ეპიდურული, კომბინირებული და ულტრაბგერით კონტროლორებადი პერიფერიული ნერვების ბლოკადები.
  • ცნობიერი კრანიოტომია

 

3. პოსტოპერაციული ტკივილის მართვა და მულტიმოდალური ანალგეზია

ტკივილის სინდრომის დროული მართვა და ქრონიკული ტკივილის პრევენცია ჩვენი პრიორიტეტია. დეპარტამენტი იყენებს თანამედროვე მულტიმოდალური ანალგეზიის ყველა კომპონენტს. ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტზე მეთვალყურეობას ახორციელებს პერსონალური ანესთეზიოლოგი და სპეციალურად დაკომპლექტებული კლინიკური გუნდი.

4. ამბულატორიული ანესთეზია და სედაცია

სტაციონარული მომსახურების პარალელურად, დეპარტამენტი გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ ანესთეზიოლოგიურ მხარდაჭერას:

  • ანესთეზია და სედაცია ინვაზიური და დიაგნოსტიკური პროცედურების დროს (ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, ბიოფსიები).
  • სედაცია მაღალი ტექნოლოგიური ვიზუალიზაციის კვლევებისას (კომპიუტერული ტომოგრაფია - CT, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - MRI).
  • პაციენტის მეთვალყურეობა და მართვა პოსტპროცედურულ პალატაში ბინაზე გაწერამდე.

 

ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა

დეპარტამენტი დაკომპლექტებულია წამყვანი ევროპული და ამერიკული წარმოების უახლესი სამედიცინო აპარატურით, რაც უზრუნველყოფს კრიტიკული პარამეტრების უწყვეტ მონიტორინგს:

  • უნივერსალური ჰიბრიდული საოპერაციო ბლოკი: განკუთვნილია ნებისმიერი სირთულის და სოცოცხლისთვის კრიტიკული ჩარევების უწყვეტ რეჟიმში ჩასატარებლად.
  • ულტრათანამედროვე სანარკოზე აპარატები და კაპნოგრაფები: გაზების აირის ანალიზისა და სუნთქვის პარამეტრების ზუსტი კონტროლით.
  • ინვაზიური კარდიომონიტორები და სისხლის გაზების ანალიზატორები: ჰემოდინამიკური სტაბილურობის მყისიერი შეფასებისთვის.
  • მაღალსიზუსტიანი ინფუზომატები: მედიკამენტების დოზირებული და უწყვეტი მიწოდებისთვის.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმ-ანესთეზიოლოგებით.

  • დეპარტამენტის პერსონალი რეგულარულად გადის პროფესიულ ტრენინგებს.
  • ექიმები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.
  • პრაქტიკაში ინტეგრირებულია ევროპისა და ამერიკის წამყვანი კლინიკების კლინიკური პროტოკოლები და ეროვნული გაიდლაინები.

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები