კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (კოი) დაფუძნებულია 2012 წელს, პროფესორ გია ნემსაძის მიერ.
გია ნემსაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, ევროპის და ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი.სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, ათობით საერთაშორისო კვლევის მკვლევარი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ონკოლოგიაში - 48 წელი ადამიანების ჯანმრთელობის სამსახურში.
1976 წ. დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კვალიფიკაცია გაიარა აკ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. (სანქტ-პეტერბურგი)
1985- 2011წწ- „საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის“ წამყვანი ქირურგი.
„კოის“ ისტორია
პროფესიული ცოდნისა და საჭირო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, თანამედროვე მედიცინის შესაბამისი ონკოლოგიური კლინიკის შექმნის იდეა გაუჩნდა, რომელიც მალევე იქცა რეალურ პროექტად და ძალიან მოკლე პერიოდში, 2012 წელს, პროფესორმა გია ნემსაძემ გახსნა ახალი კლინიკა,სახელწოდებით „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი,“რომელმაც მალევე მოიპოვა პაციენტების ნდობა.
„კოი“ წლების განმავლობაში იზდებოდა და ვითარდებოდა. დღეს ის მძლავრი სამკურნალო და დიაგნოსტიკური ცენტრია, რომელსაც თითქმის ყველა ძირითადი სამედიცინო მიმართულება აქვს. კიბოსწინარე დაავადებების და კიბოს დროული დიაგნოსტირება და ეფექტური მართვა- „კოის“ მთავარი მიმართულებაა.
2023 წლის აგვისტოში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი გაფართოვდა-შემოიერთა თბილისის „ონკოლოგიური დისპანსერი“. მოხდა კლინიკის სივრცეების რესტრუქტურიზაცია და გაიხსნა ახალი თანამედროვე განყოფილებები.
2024 წლის თებერვლის თვეში მუშაობა დაიწყო ქიმიოთერაპიისა და კლინიკური კვლევების განახლებულმა დეპარტამენტმა, სადაც მოეწყო თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სივრცეები პაციენტებისთვის, შეიქმნა კომფორტული გარემო და განყოფილება დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებით.
2024 წლის მარტის თვიდან წარმატებით განაახლა მუშაობა ქირურგიულმა დეპარტამენტმა. საოპერაციო ბლოკები და რეანიმაციული განყოფილება აღიჭურვა უახლესი თაობის აპარატურით. სტაციონარის თითოეული პალატა მოწყობილია თანამედროვე და კომფორტული სამედიცინო ინვენტარით.
კლინიკა პაციენტებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:
კოი-ში დანერგილი მკურნალობის მეთოდები და მატერიალურ ტექნიკური ბაზა, საშუალებას გვაძლევს დროულად მოვახდინოთ კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტირება, პრევენცია, სკრინინგი. ერთ სივრცეში და უმოკლეს დროში ჩავატაროთ პაციენტისთვის ყველა საჭირო კვლევა და დავგეგმოთ მკურნალობის სტრატეგია, საერთაშორისო გაიდლაინების გათვალისწინებით.
„კოი“ ჩართულია სხვადასხვა პროექტსა თუ პროგრამაში (იხ. ჩართულობა), რითაც ზრუნავს არამარტო პაციენტების ჯანმრთელობაზე, არამედ საკუთარი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მომავალი თაობების პროფესიონალ ექიმებად ჩამოყალიბებაზე.
ყოველწლიურად, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი, საშუალოდ, 70 000 პაციენტს უწევს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას. სრულდება დაახლოებით 2000-2300 სხვადასხვა სირთულის ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის თავისა და კისრის, გულმკერდისა და მუცლის ღრუს, მამოლოგიური, გინეკოლოგიური,
უროლოგიური, კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების დროს. კლინიკაში შემუშავებულია და ფართოდ ინერგება არასტანდარტული ოპერაციები გავრცელებული და რეციდიული სიმსივნეების დროს.
2024წ. კლინიკურმა ონკოლოგიის ინსტიტუტმა წარმატებით გაიარა ამერიკის (AACI) საერთაშორისო აკრედიტაცია და რეგიონში გახდა პირველი ონკოლოგიური პროფილის სამედიცინო დაწესებულება რომელმაც საერთაშორისო კომისიის მოთხოვნები და სტანდარტები დააკმაყოფილა.
მისია
ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ იმედი მივცეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. „კოი“ არ არის ადგილი, სადაც პაციენტები იღებენ მხოლოდ თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას, ეს არის ოჯახი, სადაც თითოეული წევრი ორიენტირებულია ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა სიკეთის კეთებაა, რადგან ვიცით, რომ ამაზე დიდი ძალა არ არსებობს.
არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები