ქირურგიული უროლოგია
ქირურგიული უროლოგია
ქირურგიული უროლოგია მედიცინის ის სფეროა, რომელიც მოიცავს შარდ-სასქესო სისტემის ოპერაციულ მკურნალობას. თანამედროვე უროლოგიური ქირურგია დაფუძნებულია ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ჩატარდეს როგორც მინიმალურად ინვაზიური, ისე ღია ოპერაციები მაღალი ეფექტურობითა და პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტულად.
ქირურგიული უროლოგია მოიცავს შემდეგი პათოლოგიების მკურნალობას:
- თირკმლის დაავადებები – თირკმლის კენჭები, კისტები, სიმსივნეები და ფუნქციის დაქვეითება, რაც საჭიროებს ნეფრექტომიას (თირკმლის ამოღებას) ან ორგანოსშენარჩუნებულ ოპერაციებს.
- შარდის ბუშტის პათოლოგიები – კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების მოცილება, შარდის ბუშტის რეკონსტრუქცია.
- წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) დაავადებები – პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა და სიმსივნეების მკურნალობა ლაპაროსკოპიული და ღია ქირურგიული მეთოდებით.
- სათესლე ჯირკვლის დაავადებები – ონკოლოგიური და არაონკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მართვა.
- ურეთრისა და სასქესო ორგანოების ანომალიები – სტენოზების, ტრავმებისა და განვითარების თანდაყოლილი პათოლოგიების ქირურგიული კორექცია.
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
ქირურგიულ უროლოგიაში გამოიყენება რამდენიმე ძირითადი მეთოდი:
- ენდოსკოპიური ქირურგია – მცირე განაკვეთებით ჩატარებული ოპერაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ნაკლებ ტკივილს, სწრაფ რეაბილიტაციას და ნაკლებ გართულებებს.
- ღია ქირურგია – რთული და გაფართოებული ოპერაციები, რომლებიც საჭიროებს უშუალო ქირურგიულ ჩარევას.
ქირურგიული უროლოგია კლინიკურ ონკოლოგიის ინსტიტუტში
კლინიკურ ონკოლოგიის ინსტიტუტში ხელმისაწვდომია უროლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.