აბდომინური ქირურგია
აბდომინური ქირურგია გულისხმობს მუცლის ღრუს ორგანოების არაონკოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების მურნალობას ქირურგიული ჩარევის მეთოდით. კლინიკური ონკოლოგიის ინსიტუტის ქირურგიული დეპარტამენტი აღჭურვილია ზოგად-ქირურგიული და ნაკლებად ინვაზიური ოპერაციული ჩარევებისათვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით. ოპერაციები ტარდება როგორც ღია, ასევე მცირე ინვაზიური - ლაპარასკოპიული მეთოდებით.
მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეული სივრცის დაავადებები
- კუჭის, წვრილი ნაწლავის, მსხივილი ნაწლავის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები და კიბოსწინარე დაავადებები
- ღვიძლის სიმსივნეები და კისტები
- სანარვლე გზების სიმსივნეები
- პანკრეასის თავის, სხეულისა და კუდის სიმსივნეები
- ფატერის დვრილის სიმსივნეები
- რეტროპერიტონეული სივრცის სიმსივნეები და კისტები
- მცირე მენჯის ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნეები
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
- ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დივერტიკულოზი
- სხვადასხვა ლოკალიზაციის, მათ შორის დიაფრაგმის თიაქრები
- დიაფრაგმის გუმბათის რელაქსაცია.