2026-01-28

იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა

ამ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრება ონკოგინეკოლოგი ციცი მესხი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით.

ციცი მესხი,

- ამ პერიოდში სოციალურ ქსელში მრავლად ვხვდებით სტატიებსა და ვიდეომიმართვებს აღნიშნულ თემაზე,მაგრამ მათი უმეტესობა ეხება საშვილოსნოს ყელის კიბოს ბრტყელუჯრედოვან ფორმას, რომლის განვითარება და პროგრესირება დაკავშირებულია პაპილომავირუსთან (HPV) — განსაკუთრებით მის ონკოგენურ შტამებთან.

- საქართველოში ფუნქციონირებს ერთ-ერთი საუკეთესო სკრინინგული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ამ დაავადების კიბოსწინარე მდგომარეობების დროულ აღმოჩენასა და მკურნალობას და ხელმისაწვდომია ქვეყნის განსაზღვრული ასაკის ყველა მოქალაქისთვის.

-თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 5%-ზე ნაკლები არ არის დაკავშირებული პაპილომავირუსთან. ეს რაოდენობრივად მცირე წილია დაავადების საერთო სტრუქტურაში, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რადგან თითოეული სიცოცხლე უძვირფასესია.

-ვინაიდან ჩამოთვლილი პათოლოგიები უმეტესწილად არ არის დაკავშირებული HPV-ის ონკოგენურ შტამებთან და არ არის მგრძნობიარე სკრინინგში გამოყენებული დიაგნოსტიკური მეთოდების მიმართ, სკრინინგული კვლევების პარალელურად აუცილებელია სპეციალისტთან რეგულარული ვიზიტი.

-სწორედ ამიტომ მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო საშვილოსნოს ყელის იშვიათ სიმსივნეებზე, მათ კლინიკურ მიმდინარეობაზე, დიაგნოსტიკის თავისებურებებსა და მკურნალობის გზებზე. ინფორმირებულობა — სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია.

საშვილოსნოს ყელის იშვიათი სიმსივნეები

საშვილოსნოს ყელის სიმსივნეთა უმრავლესობა წარმოდგენილია ბრტყელუჯრედოვანი კარცინომით და ადენოკარცინომით.

იშვიათი ჰისტოლოგიური ფორმები შეადგენენ დაახლოებით 5%-ზე ნაკლებს, თუმცა ხასიათდებიან აგრესიული მიმდინარეობით, ადრეული მეტასტაზირებით და ხშირად არასახარბიელო პროგნოზით.

ძირითადი იშვიათი სიმსივნეებია:

  • ნეიროენდოკრინული კარცინომა
  • ადენოიდ-ცისტური კარცინომა
  • ნათელუჯრედოვანი კარცინომა
  • სარკომები და შერეული სიმსივნეები
  • პირველი საშვილოსნოს ყელის ლიმფომა

1. ნეიროენდოკრინული კარცინომა (NECC)

  • <2% საშვილოსნოს ყელის კარცინომებიდან
  • უფრო ხშირია 30–50 წლის ასაკში
  • ხშირად ასოცირებულია HPV 18 ტიპთან

ჩივილები:

  • არარეგულარული ან პოსტკოიტალური სისხლდენა
  • უხვი, წყლიანი გამონადენი
  • მენჯის ტკივილი

დიაგნოსტიკა:

  • გინეკოლოგიური გასინჯვა — მოცულობითი, რბილი წარმონაქმნი
  • ბიოფსია
  • იმუნოჰისტოქიმიური კვლევა
  • MRI / CT / PET-CT — დაავადების გავრცელების დასადგენად

მკურნალობა:

  • მულტიმოდალური მიდგომა
  • ადრეულ სტადიაზე — რადიკალური ჰისტერექტომია + ქიმიოთერაპია
  • ლოკალურად გავრცელებული პროცესის დროს — ქიმიო-რადიოთერაპია

პროგნოზი:

  • არასახარბიელო
  • 5-წლიანი გადარჩენადობა: I სტადია — დაახლოებით 30–40%, შორსწასული ფორმები — <15%

2. ადენოიდ-ცისტური კარცინომა (ACC)

  • უკიდურესად იშვიათი დაავადება
  • უფრო ხშირია პოსტმენოპაუზურ ასაკში

ჩივილები:

  • ქრონიკული სისხლდენა
  • მცირე მენჯის ტკივილი (პერინევრული ინვაზიის გამო)
  • დისპარეუნია (მტკივნეული სქესობრივი აქტი)

დიაგნოსტიკა:

  • ბიოფსია და ჰისტოლოგიური კვლევა
  • MRI — ლოკალური გავრცელების შეფასებისთვის

მკურნალობა:

  • ქირურგიული ჩარევა
  • ხშირად ადიუვანტური რადიოთერაპია

პროგნოზი:

  • შედარებით ნელი ზრდა
  • მაღალი ლოკალური რეციდივის რისკი
  • შორეული მეტასტაზები შესაძლოა გვიან გამოვლინდეს

 

3. ნათელუჯრედოვანი კარცინომა (CCC)

  • შესაძლოა ასოცირებული იყოს DES-ის ინტრაუტერულ ექსპოზიციასთან
  • უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ქალებში

ჩივილები:

  • ვაგინალური სისხლდენა, გამონადენი
  • ზოგჯერ უსიმპტომო მიმდინარეობა

დიაგნოსტიკა:

  • ციტოლოგია ხშირად ნაკლებად მგრძნობიარეა
  • აუცილებელია ბიოფსია ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევით

მკურნალობა:

  • ქირურგიული მკურნალობა
  • საჭიროებისამებრ — ქიმიო-რადიოთერაპია

პროგნოზი:

  • დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე
  • ადრეულ სტადიაზე პროგნოზი შედარებით კარგია

 

4. საშვილოსნოს ყელის ლიმფომა (CL)

  • სისტემური ლიმფომისგან განსხვავებით ლორწოვანი გარსი ხშირად ინტაქტურია

ჩივილები:

  • სისხლდენა
  • საშვილოსნოს ყელის გადიდება
  • ტკივილი მცირე მენჯში

დიაგნოსტიკა:

  • ღრმა ბიოფსია
  • იმუნოფენოტიპირება (CD20 და სხვ.)

მკურნალობა:

  • ქიმიოთერაპია
  • ქირურგიული ჩარევის როლი მინიმალურია

პროგნოზი:

  • შედარებით უკეთესია, სწორი და დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში

5. საშვილოსნოს ყელის სარკომა (CS)

  • იშვიათი, მაგრამ აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნე
  • ვითარდება საშვილოსნოს ყელის მეზენქიმური ქსოვილებიდან

სიმპტომები:

  • არარეგულარული ან ძლიერი ვაგინალური სისხლდენა
  • მენსტრუაციებს შორის სისხლდენა
  • მენჯის ტკივილი
  • ვაგინალური გამონადენი
  • მოგვიანებით — სისუსტე და წონის კლება

დიაგნოზი ეფუძნება:

  • გინეკოლოგიურ გასინჯვას
  • პაპ-ტესტს (ხშირად არასაკმარისია მარტო)
  • ბიოფსიას — დიაგნოზის ოქროს სტანდარტი
  • გამოსახვით კვლევებს (ულტრაბგერა, MRI, CT)
  • ჰისტოლოგიურ და იმუნოჰისტოქიმიურ კვლევებს

მკურნალობა:

  • ინდივიდუალურია და მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას (ხშირად — ჰისტერექტომია), ქიმიოთერაპიას და რადიოთერაპიას
  • ხშირად კომბინირებული მიდგომა

პროგნოზი:

  • დამოკიდებულია სიმსივნის ტიპსა და სტადიაზე
  • დიაგნოზის დროულობაზე და მკურნალობაზე რეაგირებაზე
  • სარკომები უფრო აგრესიულია, რის გამოც ადრეული დიაგნოზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია

დასკვნ:

  • საშვილოსნოს ყელის იშვიათი სიმსივნეები ხშირად დიაგნოსტირდება გვიან
  • დიაგნოსტიკური შეცდომის რისკი მაღალია
  • ციტოლოგია ხშირად არაინფორმატიულია
  • აუცილებელია ბიოფსია და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა
  • მკურნალობა ინდივიდუალურია
  • მულტიდისციპლინური გუნდი გადამწყვეტია სასურველი შედეგის მისაღწევად
  • ნახვები:92

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები