სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია დღეს წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ მისი ფორმის აღდგენაში, თანდაყოლილი თავისებურებებისა და ასევე ორსულობის/ლაქტაციის, წონის მერყეობის, ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგი ცვლილებების გამოსწორებაში. ჩვენი მიზანია დავიცვათ თქვენი ჯანმრთელობა ბუნებრივი და ესთეტიკური სილამაზის შენარჩუნებით.
ამ თემაზე დეტალურად ინფორმაციას გვიზიარებს პროფესორი ალექსანდრე შემეროვსკი — კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის მამოლოგი, ონკოქირურგი და პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის წამყვანი სპეციალისტი, 23-წლიანი ქირურგიული სტაჟით.
რას სთავაზობს ამ მიმართულებით კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი და ზოგადად რა სახის პლასტიკური ოპერაციები ტარდება?
ძუძუს აწევა (მასტოპექსია)
ძუძუს გადიდება (ენდოპროთეზირება/იმპლანტაცია)
ოპერაციის ეს სახეობა ინდივიდუალურად ირჩევა — თქვენი სხეულის პროპორციებისა და ძუძუს ფორმის გათვალისწინებით ( ანატომიური ან მრგვალი იმპლანტები). შესაძლებელია ამ ოპერაციის შერწყმა ლიპოფილინგთან (საკუთარი ცხიმით), რითიც მიიღწევა რბილი ხაზები და ბუნებრივი ზედა კონტური.
ძუძუს ზომაში შემცირება (რედუქციული მამოპლასტიკა)
მოცულობის შემცირება კომფორტულ და სხეულთან პროპორციულ ზომამდე. ესთეტიკის გარდა, ხშირად პაციენტებს ეხსნებათ ზურგისა და კისრის ტკივილი, ქრება ბუსტერების კვალი, მარტივდება სპორტული და ყოველდღიური აქტივობა.
სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია
თანდაყოლილი (ყველაზე ხშირი) ან შეძენილი (ტრავმის, ოპერაციის, ლაქტაციის შემდეგ). ამოცანაა ვიზუალური სიმეტრიის მიღწევა ბუნებრიობის შენარჩუნებით. ვადგენთ ინდივიდუალ გეგმას: მასტოპექსია, რედუქცია, ერთი ან ორივე სარძევე ჯირკვლის გადიდება, ლიპოფილინგი, არეოლებისა და ძუძუსთავების ცალ-ცალკე პოზიციის გათანაბრება.
თანდაყოლილი ტუბულარული დეფორმაცია
ძუძუს ქვედა ნაწილი განუვითარებელია ან თითქმის არ არსებობს.
ძუძუს ქვედა პოლუსში გამოიხატება ქსოვილის დეფიციტით, არეოლა გადიდებული, ჰიპერტროფიულია და ძუძუს ქვედა ხაზი (სუბმამარული ნაკეცი) ძალიან მაღლა მდებარეობს
კორექცია მოიცავს საფუძვლის გაფართოებას, ძუძუს ქვედა ნაწილის ფორმირებას. საჭიროებისამებრ — იმპლანტის ჩადგმა ან საკუთარი ცხიმის გადანერგვა (ლიპოფილინგი) და არეოლის ზომის შემცირება, თუ ის გადიდებულია. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი: ოპერაციისას მაქსიმალურად ვცდილობთ ძუძუს სადინრების (რძის გადამტანი არხების) შენარჩუნებას, რათა მომავალში ქალს ჰქონდეს ძუძუთი კვების შესაძლებლობა.
არეოლისა და ძუძუს თავების ზომის ცალ-ცალკე კორექცია (ანატომიის შენარჩუნებით)
კორექცია შესაძლებელია არეოლის ზომის შემცირების ან სიმეტრიზაციის მიმართულებით, ასევე ჩაბრუნებული ან ჰიპერტროფიული ძუძუსთავების შემთხვევაშიც. კოსმეტიკური ნაკერები თავსდება არეოლის საზღვარზე, რის შედეგადაც ნაწიბური მინიმალურია. პაციენტის ჩვენებებიდან გამომდინარე ოპერაციები ტარდება ძუძუს სადინარებისა და ჯირკვლოვანი სტრუქტურის შენარჩუნების პრინციპით, რომ მომავალში ლაქტაციაზე გავლენა არ მოხდეს.
ონკოპლასტიკური ქირურგია
ძუძუს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების მოცილება ერთდროული ესთეტიკური კორექციით. მკურნალობისას ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც ონკოლოგიურ უსაფრთხოებას, ისე ესთეტიკურ შედეგს. სიმსივნე იკვეთება ჯანსაღი ქსოვილის ფარგლებში, ხოლო ძუძუს ფორმა მაშინვე აღდგება.
- ვისთვის არის რეკომენდებული: კეთილთვისებიანი კვანძები ( მაგ: ფიბროადენომა ) და ძუძუს კიბოს ადრეული ფორმები, როცა ძუძუს შენარჩუნება შესაძლებელია.
- რას ვაკეთებთ: სრულად ვიღებთ დაზიანებული კერას და პარალელურად ვახდენთ მოდელირებას (მასტოპექსია/რედუქცია, ქსოვილების გადაადგილება, ჩვენების შემთხვევაში — იმპლანტი ან ლიპოფილინგი), საჭიროებისამებრ ვასრულებთ მეორე ძუძუს სიმეტრიზაციას.
- უსაფრთხოება: უსაფრთხოება მკურნალობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მკურნალობის გეგმა ინდივიდუალურად განისაზღვრება ონკოლოგთან შეთანხმებით. ქირურგიული ჩარევის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეზექციის კიდეების სისუფთავეს და ყველა ამოღებული ქსოვილი სავალდებულოდ იგზავნება ჰისტოლოგიურ კვლევაზე. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება მოდარაჯე ლიმფური კვანძის გამოკვლევაც.
- ესთეტიკა: განაკვეთები იგეგმება ისე, რომ ნაწიბურები მაქსიმალურად შეუმჩნეველი იყოს; მაქსიმალურად ნარჩუნდება ძუძუს ბუნებრივი სახე და პროპორციები.
აღდგენა ონკოლოგიური ოპერაციისა ან ტრავმის შემდეგ (რეკონსტრუქციული მამოპლასტიკა)
მოცულობისა და ფორმის აღდგენა მასტექტომიის ან ტრავმის შემდეგ — საკუთარი ქსოვილით და/ან იმპლანტებით. მკურნალობის გეგმა მუშავდება მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად, თქვენი მკურნალობის ეტაპებისა და სასურველი შედეგის გათვალისწინებით.
გინეკომასტია (ძუძუს ზომაში მატება) მამაკაცებში
გინეკომასტია მამაკაცებში — ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჰორმონალური დისბალანსის ან სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ძუძუს არეში ვითარდება ჯირკვლოვანი ქსოვილისა თუ კანქვეშა ცხიმის ჭარბი ზრდა. მკურნალობა ყოველთვის ინდივიდუალურად იგეგმება და დამოკიდებულია გინეკომასტიის ტიპზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
ქირურგიული ჩარევა შეიძლება განხორციელდეს:
-
არეოლის საზღვარზე კოსმეტიკური განაკვეთის საშუალებით,
-
ლიპოსაქციით (განაკვეთის გარეშე),
-
ან ორივე მეთოდის კომბინაციით.
შედეგი — ოპერაციის შედეგია სხეულის ბუნებრივი პროპორციების აღდგენა, ძუძუს ბრტყელი ფორმის ჩამოყალიბება და უფრო მკაფიო, მამაკაცური კონტურის შექმნა. მკურნალობის გეგმა ყოველთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება, რაც ითვალისწინებს ჰორმონალურ ფაქტორებს, მედიკამენტების გამოყენებას და სხვა თანმხლებ გარემოებებს.
პაციენტის გზამკვლევი: როგორ მიმდინარეობს პროცესი
1. კონსულტაცია განვიხილავთ პაციენტის ჩივილებს, მოლოდინებსა და მიზნებს. ტარდება ვიზუალური დათვალიერება და ფოტოდოკუმენტაცია (ფოტოპროტოკოლი).
2. მკურნალობის გეგმვის ეტაპი ვარჩევთ ოპტიმალურ მეთოდს, ვთანხმდებით ცვლილებების მოცულობაზე, განაკვეთების ლოკაციაზე და დაგეგმილ რეაბილიტაციის პროცესზე.
3. წინასაოპერაციო მომზადება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ინიშნება საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. შერჩეული იქნება ანესთეზიის ტიპი. ვიყენებთ მხოლოდ სერთიფიცირებულ იმპლანტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
4. ოპერაცია: ქირურგიული ჩარევის პროცესში, პრიორიტეტია როგორც ესთეტიკური, ასევე ფუნქციური შედეგი. შესაბამისი კლინიკური ჩვენებისას, მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ძუძუს სადინრებსა და ქსოვილებს.
5. რეაბილიტაცია პაციენტს ეძლევა ინდივიდუალური რეკომენდაციები პოსტოპერაციული მიდამოს მოვლის, სპეციალური თეთრეულის ტარების, ფიზიკური აქტივობის და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ვადების შესახებ.
6. შედეგის მონიტორინგი და კონტროლი: მომდევნო ეტაპზე იგეგმება რეგულარული შემოწმებები, ვიზიტი ექიმთან, ხორციელდება ფოტოდოკუმენტირება და შეფასება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მცირე კორექციული ჩარევა.
ჩვენი მნიშვნელოვანი მახასიათებლები
- ბუნებრივობა. ვისწრაფვით თქვენი სხეულის პროპორციებთან ჰარმონიისკენ.
- უსაფრთხოება. რისკების ინდივიდუალური შეფასება, ფრთხილი ტექნიკები, ოპერაცია ტარდება ანატომიისა და ფუნქციური მთლიანობის მაქსიმალური შენარჩუნების პრინციპით
- გამჭვირვალობა. მარტივად ვუხსნით, რა ტიპის ცვლილებებია რეალურად მიღწევადი კონკრეტულად პაციენტისთვის, და რას უნდა ელოდოთ თითოეულ ეტაპზე.
თუ გაქვთ კითხვები, დაგეგმეთ ვიზიტი და გაიარეთ ინდივიდუალური კონსულტაცია — ერთად შევიმუშავებთ პერსონალურად ტქვენთვის მორგებული გეგმა, რომელიც იქნება როგორც ესთეტიკური, ისე უსაფრთხო.
- ნახვები:91