2026-06-22

ქოლანგიოსკოპია - თანამედროვე მიდგომა სანაღვლე გზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში

ქოლანგიოსკოპია წარმოადგენს მინიმალურად ინვაზიურ ენდოსკოპიურ მეთოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნაღვლის სადინარების პირდაპირი ვიზუალიზაცია. ეს პროცედურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც დიაგნოსტიკაში ასევე მკურნალობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა გამოსახულებითი კვლევები (მაგალითად, ულტრაბგერა ან კომპიუტერული ტომოგრაფია) საკმარის ინფორმაციას ვერ იძლევა.

 

რა არის ქოლანგიოსკოპია?

ქოლანგიოსკოპია არის პროცედურა, რომლის დროსაც სპეციალური აპარატის (ენდოსკოპი) გამოყენებით ხდება ნაღვლის სადინარების პირდაპირი ვიზუალიზაცია და შიდა სტრუქტურის დათვალიერება.  იგი ხშირად ტარდება ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის (ERCP) ფარგლებში.  

 

პროცედურის მიზნები

  • ნაღვლის გზებში კენჭების აღმოჩენა და მოცილება
  • სადინარების შევიწროების (სტენოზის) შეფასება
  • კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების დიფერენცირება
  • ბიოფსიის აღება საეჭვო უბნებიდან
  • რთულად მისადგომი პათოლოგიების დიაგნოსტიკა

 

როგორ ტარდება პროცედურა?

პროცედურა როგორც წესი, ტარდება სედაციის ქვეშ, რათა პაციენტმა არ იგრძნოს დისკომფორტი. ენდოსკოპი შეყავთ პირის ღრუდან, გადის კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში, რის  შემდეგ  სპეციალური ინსტრუმენტებით აღწევს ნაღვლის სადინარში. რაც საშუალებას იძლევა რეალურ დროში მივიღოთ გამოსახულება და საჭიროების შემთხვევაში ჩავატაროთ შესაბამისი მანიპულაცია.  

 

ქოლანგიოსკოპიის უპირატესობ  

  •  მაღალი დიაგნოსტიკური სიზუსტე
  •  პირდაპირი ვიზუალიზაცია, სრული დიაგნისტიკა და მკურნალობა (საჭიროების შემთხვევაში)
  •  ნაკლებად ინვაზიური ალტერნატივა ქირურგიულ მკურნალობასთან შედარებით

 

შესაძლო რისკები და გართულებები

  • ინფექცია
  • სისხლდენა
  • პანკრეატიტი
  • ალერგიული რეაქცია მედიკამენტებზე

 

რისკები არსებობს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში!

 

ქოლანგიოსკოპია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომლის საშუალებითაც ნაღვლის გზების დაავადებების დიაგნოსტირება უფრო სწრაფად და ზუსტად ხდება. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ქირურგიული ჩარევის საჭიროებას და აუმჯობესებს პაციენტების მკურნალობის შედეგს.

  • ნახვები:103

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები