2025-10-29

ცნობიერების ამაღლების თვეები ყველასთვის!

იცოდე, შეინარჩუნე, დაიცავი ჯანმრთელობა

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის  ერთ-ერთი მთავარი მიზანია — არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ ცოდნის, მხარდაჭერისა და იმედის გაზიარება. ცნობიერების თვეები ყველასთვის – ეს არის მოწოდება, რომ თითოეული ჩვენგანი გავხდეთ ჯანმრთელობის დაცვის პროცესის ნაწილი.

ყოველი თვე გვახსენებს, რომ დროული შემოწმება, ინფორმირებულობა და ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ფილტვის, ძუძუს, პროსტატის თუ სხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში — სწორედ ცნობიერება არის პირველი ნაბიჯი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ცოდნით, გრძელდება პასუხისმგებლობით და სრულდება იმედით. ერთად, ყველასთვის — ცნობიერების თვეები გვაერთიანებს საერთო მიზნის გარშემო: დავიცვათ, დავეხმაროთ და ვიპოვოთ ძალა ბრძოლისთვის.

ჩვენს კლინიკაში თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები, მიიღოთ სპეციალისტის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც, რადგან ბრძოლა დაავადებასთან მხოლოდ მკურნალობა არ არის — ეს არის ადამიანური თანადგომა და რწმენა ბედნიერი მომავლისთვი.

  • ნახვები:20

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები