2025-07-18

ვაგინალური ჰისტერექტომია

დღეს, როცა მინიმალურად ინვაზიური ჩარევები თანამედროვე ქირურგიის არსებით ნაწილად იქცა, ვაგინალური ჰისტერექტომია (VH) განსაკუთრებულად მოთხოვნად და აქტუალურ მეთოდად ჩამოყალიბდა — როგორც კლინიკური ეფექტურობის, ისე პაციენტისთვის კომფორტის თვალსაზრისით.

ვაგინალური ჰისტერექტომია (VH) — გულისხმობს  საშვილოსნოს  ამოკვეთას  საშოს მეშვეობით, ლაპარასკოპიის და ღია ჭრილობის გარეშე, ითვლება მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიულ მეთოდად და ხშირად უპირატესობა ენიჭება სხვა ტიპის ჰისტერექტომიებთან შედარებით (აბდომინალური, ლაპაროსკოპიული). ჰისტერექტომიის მეთოდის შერჩევა ხდება პაციენტის  სამენო-გინეკოლოგიური და  სომატური ანამნეზის,  დიაგნოზის , ქირურგის კვალიფიკაციის და  კლინიკის სათანადო  აღჭურვილობის  გათვალისწინებით .

ჩვენებები ვაგინალური ჰისტერექტომიისთვის:

კეთილთვისებიანი  გინეკოლოგიური მდგომარეობები, როგორიცაა:

    • სიმპტომური მიომა (განსაკუთრებით მცირე ზომის)
    • პათოლოგიური  საშვილოსნოსმიერი სისხლდენა
    • ადენომიოზი   (შერჩევითად)
    • ენდომეტრიუმის  ჰიპერპლაზია, მედიკამენტოზური მკურნალობის უეფექტობის  შემდეგ
    • უტერულ-ვაგინური  პროლაფსი

ვაგინალური ჰისტერექტომია ხშირად გამოიყენება საშოს პლასტიკასთან ერთად სხვადასხვა ტიპის  გენიტალური პროლაფსის ქირურგიული მკკურნალობისას;

    • პროფილაქტიკური ჰისტერექტომია, მაგალითად, Lynch სინდრომის მქონე პაციენტებში

წინააღმდეგ ჩვენებები (შეზღუდვები):

  • დიდი ზომის საშვილოსნო
  • მცირე მენჯის შეხორცებითი დაავადება ა ან საეჭვო ონკოლოგიური დიაგნოზი
  • გადატანილი ქირურგიული ჩარევები  (განსაკუთრებით საკეისრო კვეთა მრავალჯერ)
 

ვაგინალური ჰისტერექტომიის უპირატესობები:

 

უპირატესობა ახსნა
✅  დაბალი ინვაზიურობა არ მოითხოვს მუცლის გაკვეთას
✅  კარგი ესთეტიკური შედეგი არ რჩება ნაიარევი ჭრილობა
✅  შემცირებული პოსტოპერაციული ტკივილი შედარებით უმნიშვნელო ტკივილი
✅  სწრაფი  რეაბილიტაცია სწრაფი გამოჯანმრთელება და ჰოსპიტალიზაციის ხანმოკლე დრო
✅   ინფექციის რისკის შემცირება განსაკუთრებით მუცლის წინა კედლის ჭრილობის
✅  ხარჯთეფექტურობა მოკლე ჰოსპიტალიზაცია და ნაკლები რესურსი
  • ნახვები:65

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები