2025-03-31

ჰიპოკრატე მედიცინის ფუძემდებელი!

ვინ იყო ექიმი, რომლის სახელიც საუკუნეების შემდეგაც ყველამ ზეპირად იცის?

– დიახ, ჰიპოკრატე.

📍 ჰიპოკრატე იყო ანტიკური მედიცინის რეფორმატორი. მას შეეძლო პაციენტის ხელით გასინჯვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა, დაავადების დიაგნოსტირება. მან დასაბამი დაუდო ანამნეზის აღწერას, შეიმუშავა ნახვევის დადების, მოტეხილობის მკურნალობის მეთოდები და შექმნა ფიცი, რომელიც დღესაც განიხილება როგორც საექიმო პროფესიის მორალური კოდექსი.

✅ თუ გიფიქრიათ იმაზე, რას გრძნობენ ექიმები ოპერაციის წინ ან დიაგნოზის გამხელისას? დიახ, ისინი ღელავენ, განიცდიან და ხშირად პაციენტების ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.

🌟🎉🌟🎉დღეს, ექიმთა საერთაშორისო დღეა🌟🎉🌟🎉

გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს! გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და ბევრ მადლიერსა და ჯანმრთელ პაციენტს!

  • ნახვები:16

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები