2026-01-05

კუჭის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

კუჭის კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ხშირია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ სტატიაში გაგაცნობთ, რა რისკფაქტორები არსებობს და როგორია კუჭის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის 

ზოგადი ქირურგი -  გიორგი კორახაშვილი.

ბატონო გიორგი, რა არის კუჭის კიბოს განვითარების  მთავარი რისკფაქტორები?

• Helicobacter pylori (H. pylori) ბაქტერიული ინფექცია — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია კუჭის კიბოს განვითარებაში.

• სხვა რისკფაქტორებია: უხარისხო კვება (საკვები მარილის მაღალი შემცველობით - შებოლილი, დამარილებული პროდუქტები), მოწევა, ალკოჰოლი და გენეტიკური ფაქტორები.

როგორია კუჭის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

კუჭის კიბოს მართვა ეფუძნება:

• დაავადების სტადიას (TNM – Tumor, Node, Metastasis კლასიფიკაცია)

• ჰისტოლოგიურ ტიპს (ადენოკარცინომა და სხვ.)

• მოლეკულურ მარკერებს

• პაციენტის ფუნქციურ სტატუსს (ECOG – Eastern Cooperative Oncology Group score)

თანამედროვე მიდგომა გახლავთ მულტიდისციპლინარული.

1. ქირურგიული მკურნალობა

განკურნებაზე ორიენტირებული მეთოდი რჩება ერთადერთ პოტენციურად რადიკალურ მეთოდად ადრეულ და ადგილობრივად გავრცელებულ სტადიებში.

ოპერაციის ტიპები:

• სუბტოტალური გასტრექტომია

• ტოტალური გასტრექტომია

• D2 ლიმფადენექტომია

ოპერაციული მიდგომები:

• ღია

• ლაპაროსკოპიული

• რობოტული

2. ქიმიოთერაპია

გამოიყენება ნეოადიუვანტურად, ადიუვანტურად და პალიატიურად.

სტანდარტული სქემები:

• FLOT

• CAPOX

• FOLFOX

3. სამიზნე (Targeted) თერაპია

• HER2 პოზიტიური სიმსივნე – ტრასტუზუმაბი

• VEGF – რამუცირუმაბი

4. იმუნოთერაპია

PD-1 / PD-L1 ინჰიბიტორები:

• ნივოლუმაბი

• პემბროლიზუმაბი

ჩვენებები:

• PD-L1 პოზიტიური

• MSI-H

• dMMR

5. რადიოთერაპია

გამოიყენება პალიატიურად ან შერჩევითად ადიუვანტურად.

6. პალიატიური მკურნალობა

• სიმპტომების კონტროლი

• კვებითი მხარდაჭერა

• ენდოსკოპიური ჩარევები

• ტკივილის მართვა

შეჯამება

თანამედროვე მკურნალობა ეფუძნება პერსონალიზებულ, მულტიდისციპლინარულ მიდგომას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლებს.

  • ნახვები:38

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები