2025-05-22

ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები – როგორ გავუმკლავდეთ?

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, მიუხედავად მისი ეფექტურობისა, ხშირად არის დაკავშირებული გვერდითი მოვლენებთან. ამ  გვერდითმა  მოვლენებმა,  შეიძლება გავლენა მოახდინოს პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა სწორი მართვისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია მათი მინიმიზაცია და სიმპტომების შესუსტება.

ქიმიოთერაპიის  სხვადასხვა გვერდითი   მოვლენების  მიზეზი  არის ის, რომ აღნიშნული   მედიკამენტები  ზემოქმედებს ყველა  სწრაფად გამრავლებად უჯრედებზე . ყველაზე ხშირი და ძირითადი გვერდითი მოვლენები მოიცავს:

სისუსტე  და  დაღლილობა:  ქიმიოთერაპია ხშირად იწვევს ენერგიის ნაკლებობას და დაღლილობას. პაციენტები ხშირად ვერ ახერხებენ ჩვეულებრივ ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვას.

თმის ცვენა: ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გვერდითი ეფექტია. მაგრამ როგორც წესი, ეს ეფექტი დროებითია და თმა კვლავ იზრდება მკურნალობის დასრულების შემდეგ.

გულისრევა და ღებინება: ქიმიოთერაპია  ხშირად იწვევს გულისრევას, ღებინებასა და საერთო კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები: შეიძლება გამოიწვიოს უმადობა, მუცლის ტკივილი, დიარეა(ფაღარათი)  ან  ყაბზობა( შეკრულობა).

ანემია: ქიმიოთერაპია შეიძლება გამოიწვიოს წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს ანემიას (როდესაც სისხლში ჰემოგლობინის დონე არის დაბალი). ამ შემთხვევაში პაციენტებს შეიძლება განიცდონ სისუსტე, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ თავბრუსხვევა.

ლეიკოპენია, ნეიტროპენია  (თეთრი სისხლის უჯრედების შემცირება): ქიმიოთერაპია ხშირად ამცირებს თეთრი სისხლის უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობას, რაც ზრდის ინფექციის რისკს. ასეთ დროს ორგანიზმი რთულად ებრძვის  ინფექციებს.

თრომბოციტოპენია: ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება შეამციროს თრომბოციტების რაოდენობა. როდესაც მათი რაოდენობა მცირდება,  იზრდება სისხლდენის  რისკი  (მაგალითად, ცხვირიდან, ღრძილებიდან ან ტრავმების შემდეგ).

ნერვული სისტემის დაზიანება (ფეხების და ხელების დაბუჟება): ზოგიერთ ქიმიოთერაპიულ პრეპარატს შეუძლია ნერვული სისტემის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  დაბუჟება ან ტკივილი ხელებსა და ფეხებში

გემოს ცვლილებები: ქიმიოთერაპია შეიძლება იწვევს მეტალის ან მჟავე გემოს შეგრძნებას პირის  ღრუში.

კანის და ლორწოვანი გარსის პრობლემები: ქიმიოთერაპია შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე  ან ქავილი.  პირის  ღრუს  ლორწოვანი  გარსის  დაზიანება.

ამ ეფექტების შემცირება, რომელიც  დროებითია,  მართვადია დამატებითი მედიკამენტების  გამოყენებით, რომლებსაც ექიმი დანიშნავს.თერაპიის დასრულების შემდეგ, ეს სიმპტომები თანდათან ქრება, მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესის განმავლობაში მუდმივი კომუნიკაცია ექიმთან, რათა ყველა გვერდითი ეფექტი ოპტიმალურად მართვადი  გახდეს

  • ნახვები:138

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები