2025-08-06

AFP ალფა ფეტოპროტეინი – მარტივი ანალიზი ზუსტი დიაგნოზისთვის.

AFP ალფა ფეტოპროტეინი კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში საჭიროა ღვიძლის ციროზის, ჰეპატოცელურალური კარცინომის, ჰერმიოგენული სიმსივნეების,სათესლე ჯირკვლის ტერატობლასტომნის გამოსავლენად, მათი მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად, პერინატალური დიაგნოსტიკისთვის(ნერვული არხის განვითარების მანკი,დაუნის სინდრომი) და ნაყოფის სიმწიფის ხარისხის შესაფასებლად. როდის და როგორ ტარდება გამოკვლევა ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ლაბორანტი -  თამარ წულეისკირი.

რა დროს ვიტარებთ გამოკვლევას?

- ნაყოფის განვითარების პრენატალური დიაგნოსტიკისას.

პირველადი ჰეპატოცელულარული კარცინომის (ღვიძლის კიბოს) გამოსავლენად.

სათესლე ჯირკვლის ტერატობლასტომის (სემინომა) გამოსავლენად.

ღვიძლში სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების მეტასტაზების დიაგნოსტიკისთვის.

გარკვეული ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

-  რას წარმოადგენს საკვლევი მასალა?

საკვლევი მასალაა ვენური სისხლი.

საჭიროა თუ არა პაციენტის მომზადება?

კვლევა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მომზადებას.

როდის ჩავიტაროთ კვლევა?

სიმსივნის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტების გამოკვლევისას.(ღვიძლის ციროზი,ქრონიკული ჰეპატიტი, ალფა-ანტიტრიფსინის დეფიციტი). თუ ეჭვი გვაქვს ღვიძლში სიმსივნის მეტასტაზებზე.

სასქესო ჯირკვლების ნეოპლაზმის მქონე პაციენტის გამოკვლევისას.

ორსულობის მეორე ტრიმესტრში (ორსულობის მე-15 და 21 კვირას შორის) სამმაგი ტესტის სხვა კვლევებთან თავისუფალი ტესტოსტერონი, ბეტა ქორიოგონადოტროპული ჰორმონთან ერთად.

რას ნიშნავს მომატებული AFP?

- AFP-ის მაღალი დონე შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:

ღვიძლის ციროზი

-ღვიძლის კიბო

-ავთვისებიანი ტერატომა

-სანაღვლე გზების კიბო

-პანკრეასის კიბო

რას ნიშნავს დაბალი AFP?

დაბალი AFP -ის ყველაზე ხშირი მიზეზია უზუსტობა გესტაციური ასაკის გამოთვლისას. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაზუსტდეს გესტაციური ასაკი.

AFP დაკლებას იწვევს ნაყოფის შემდეგი პათოლოგიები:

- ნაყოფის სიკვდილი

- დაუნის სინდრომი

- სპონტანური აბორტი

უნდა გავითვალისწინოთ ორსულებში AFP არის სკრინინგ ტესტი და არა სადიაგნოსტიკო საშუალება. მაღალი ან დაბალი დონის შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი კვლევები.

  • ნახვები:166

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები