2025-09-02

სექტემბერი - პროსტატის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე

ლურჯი სექტემბერი პროსტატის კიბოს თვე დაიწყო , როგორც ამერიკული ინიციატივა, თუმცა დღეს ის გლობალური მოძრაობაა. მისი მთავარი გზავნილი მარტივია: დროული შემოწმება სიცოცხლეს გადაარჩენს.

 

სექტემბერი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება როგორც პროსტატის კიბოსა და ზოგადად პროსტატის ჯანმრთელობის თვე. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დროული პროფილაქტიკური შემოწმებების პოპულარიზაცია და მამაკაცების ინფორმირებულობა, რომ საკუთარი ჯანმრთელობა პრიორიტეტად აქციონ.

 

პროსტატის ჯანმრთელობის თვეს საფუძველი 1990-იანი წლების ბოლოს ჩაეყარა შეერთებულ შტატებში. ინიციატივა წამოიწყო ამერიკულმა ფონდმა უროლოგიური დაავადებებისთვის (American Foundation for Urologic Disease — AFUD). სწორედ ამ ფონდმა დააარსა პროსტატის ჯანმრთელობის საბჭო (Prostate Health Council), რომელმაც სექტემბერი ოფიციალურად გამოაცხადა პროსტატის ჯანმრთელობის თვედ.

იდეა წარმოიშვა იმიტომ, რომ ათასობით მამაკაცი ყოველწლიურად იღუპებოდა პროსტატის კიბოსგან, ხშირად იმიტომ, რომ:

  • ვერ დადიოდნენ  დროულ შემოწმებაზე;
  • თავს არიდებდნენ ექიმთან მისვლას უხერხულობის გამო;
  •  ნაკლებად ფლობდნენ ინფორმაციას დაავადების სიმპტომებისა და რისკების შესახებ.

 

კამპანიის მიზანი იყო ინფორმაციის გაზიარება, პრევენციის პოპულარიზაცია და მამაკაცების გამხნევება.

 

ინიციატივამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა:

·  1999 წლიდან პროსტატის ჯანმრთელობის თვე ოფიციალურად აღინიშნება აშშ-ში.

·  მოგვიანებით კამპანიამ საერთაშორისო მასშტაბებიც შეიძინა და ბევრ ქვეყანაში სექტემბერი გახდა პროსტატის კიბოს ცნობიერების თვე.

·  მრავალი ქვეყანა კამპანიას ამოიცნობს "Blue September“-„ის სახელით, რომელიც სიმბოლურად მამაკაცების ჯანმრთელობაზე ზრუნვას უკავშირდება.

  • ნახვები:47

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები