ივნისი მსოფლიოში აღინიშნება როგორც National Cancer Survivor Month — თვე, რომელიც ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებმაც კიბოს დიაგნოზს დაუპირისპირდნენ და სიცოცხლის გაგრძელება შეძლეს. ეს თვე მათ გამარჯვებას, ძალას და იმედს აღნიშნავს.
კიბოს დიაგნოზის მიღება რთული გამოწვევაა, თუმცა დროული დიაგნოსტიკა, თანამედროვე მკურნალობა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა დღეს ბევრ პაციენტს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გადალახოს დაავადება, არამედ აქტიური ცხოვრებით განაგრძოს ცხოვრება.
საქართველოშიც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის და თანამედროვე მკურნალობის შესაძლებლობები. დღითიდღე იზრდება გადარჩენილი პაციენტების რაოდენობაც. თუმცა, გადარჩენის ისტორია მხოლოდ მკურნალობის დასრულებით არ სრულდება — მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა რეაბილიტაციის, ფსიქოლოგიური და სოციალური ადაპტაციის პროცესში.
დღეს საქართველოში აქტიურად ტარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის სწორი ინფორმაციის მიწოდებს, რომ დროულად მიმართონ ექიმს და მეტად ყურადღებით იყვნენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
- ნახვები:108