2025-09-10

საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო ერთ-ერთი ყველაზე ჩუმი და შეუმჩნეველი დაავადებაა. მსოფლიოში ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ქალს უდასტურდება ეს დიაგნოზი.

საქართველოში კი წელიწადში დაახლოებით 250–300 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.  - ეს რიცხვები მხოლოდ ციფრები არ არის – ეს თითოეული ქალბატონის, დედის, დის ან მეგობრის ცხოვრების ისტორიაა.

საკვერცხის კიბო რთული გამოწვევად რჩება, რადგან:

  • დაავადება ხშირად გვიან ვლინდება, მკურნალობა დაგვიანებულია და  ასრებობს რეციდივის მაღალია  რისკი.

ამიტომაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია მივაწოდოთ – მეტი ინფორმაცია, სკრინინგის მნიშვნელობაზე და რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტები საჭიროებებზე,  მხოლოდ ასე შეგვიძლია დაავადება უფრო ადრე აღმოვაჩინოთ და მკურნალობის შედეგები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ.

 

ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, ნუ გადადებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას – ერთმა დროულმა შემოწმებამ შესაძლოა თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს.

 

საკვერცხის კიბოს ნიშნები და დიაგნოსტიკა:

 

პირველ ეტაპზე დაავადება ხშირად ჩუმად მიმდინარეობს და სიმპტომები არცთუ სპეციფიკურია. საეჭვო სიგნალებია:

  • ყრუ ტკივილი ან დისკომფორტი მცირე მენჯში
  • მენსტრუაციული ციკლის ცვლილებები
  • მუცლის შებერილობა
  • სწრაფი დანაყრება
  • ხშირად შარდვა

დაავადების პროგრესირებისას:

  • ასციტი (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება)
  • მუცლის  ზომაში მომატება (შეიძლება იყოს ერთი შეხედვით ორსულობის მსგავსი)
  • წონის კლება
  • ზოგადი სისუსტე, მადის დაკარგვა
  • ყაბზობა ან ნაწლავური გაუვალობის ნიშნები
  • ტკივილი სქესობრივი  კავშირის დროს.
  • სუნთქვის გაძნელება (ფილტვების მეტასტაზები ან ფაღარათი დიაფრაგმაზე ზეწოლის გამო)
  • ღვიძლის გადიდება
  • ლიმფური კვანძების გადიდება (განსაკუთრებით — მენჯის და საზარდულის მიდამოში)

 

როგორ ისმება დიაგნოზი?

  • ექიმი გინეკოლოგის მიერ  გასინჯვა.
  • ულტრასონოგრაფია – პირველ რიგში საკვერცხის ცვლილებების დასადგენად,
  • CA-125 სისხლის ანალიზი – სიმსივნის შესაძლო მაჩვენებელი, თუმცა სპეციფიკური არ არის,
  • CT/MRI/PET-CT კვლევები – დაავადების გავრცელების შესაფასებლად,
  • ბიოფსია ან ლაპაროსკოპია – საბოლოო და ზუსტი დიაგნოზისთვის.

მკურნალობა:

 

საკვერცხის კიბოს მკურნალობის ტაქტიკა თითოეული პაციენტის შემთხვევაში ინდივიდუალურად  განისაზღვრება და დამოკიდებულია რამდენიმე მთავარ ფაქტორზე:

  • დაავადების სტადიაზე – რამდენად გავრცელებულია სიმსივნე,
  • პაციენტის ასაკზე და რეპროდუქციულ გეგმებზე – საჭიროა თუ არა ნაყოფიერების შენარჩუნება,
  • სიმსივნის ჰისტოლოგიურ ტიპზე – ანუ ქსოვილის სტრუქტურასა და თავისებურებებზე.

მხოლოდ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩვენი გუნდი  შეიმუშავებს მკურნალობის ოპტიმალურ ტაქტიკას – ქირურგიული ჩარევიდან დაწყებული, ქიმიოთერაპიითა და მიზნობრივი თერაპიით დასრულებული.

 

ქირურგიული მკურნალობა საკვერცხის კიბოს დროს:

 

საკვერცხის კიბოს ძირითადი მკურნალობის მეთოდია ციტორედუქციული ქირურგია — ოპერაცია, რომლის მიზანია სიმსივნის მაქსიმალურად მოცილება მუცლის ღრუდან. კვლევებით დადასტურებულია,რომ რაც უფრო მცირე სიმსივნური ქსოვილი რჩება ოპერაციის შემდეგ, მით უფრო მაღალია პაციენტის გადარჩენის შანსი და მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტიანობა.

ციტორედუქციის ტიპები:

ტიპი

აღწერა

Primary cytoreduction

ქირურგია ტარდება ქიმიოთერაპიამდე. მიზანია სიმსივნის მაქსიმალური მოცილება პირველ ეტაპზე.

Interval cytoreduction

ტარდება რამდენიმე ქიმიოთერაპიული კურსის (ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია) შემდეგ, როცა სიმსივნე ცოტათი დაპატარავდება.

Secondary cytoreduction

ტარდება რეციდივის დროს, გარკვეულ შემთხვევებში, როცა ისევ შესაძლებელია სიმსივნის რეზექცია.

 

რას მოიცავს ოპერაცია საკვერცხის კიბოს დროს ქირურგიული მკურნალობა?

ციტორედუქციული ოპერაცია ხშირად ეს მოიცავს:

  • საკვერცხეების და საშვილოსნოს მოცილება (ჰისტერექტომია + ორივე საკვერცხის და ფალოპის მილების მოცილება)
  • პერიტონეუმისრეზექცია ან ბიოპსია
  • ნაწლავის დაზიანებული მონაკვეთების მოცილება, თუ სიმსივნე არის გავრცელებული
  • ელენთის მოცილება (სპლენექტომია) მძიმე შემთხვევებში
  • ღვიძლის ზედაპირის მეტასტაზების მოცილება
  • დიაფრაგმის პერიტონეუმის ნაწილის მოცილება
  • ასციტური სითხის გამოწურვა ან პერიტონეალური ლავაჟი

ოპტიმალური vs სუბოპტიმალური დებალკინგი

ტიპი

აღწერა

პროგნოზი

ოპტიმალური ციტორედუქცია

დარჩენილი სიმსივნე < 1 სმ ან მხოლოდ მიკროსკოპული

საუკეთესო პროგნოზი

სუბოპტიმალური ციტორედუქცია

დარჩენილი სიმსივნე > 1 სმ

პროგნოზი შედარებით ნაკლები

ოპერაციის სირთულე:

 

ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია:

  • მეტასტაზების მდებარეობაზე
  • პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე (ფიზიკური სტატუსი, თანმხლები დაავადებები)
  • ქირურგის გამოცდილებაზე

ზოგჯერ საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის ჩართვა: ქირურგი, გინეკოლოგი-ონკოლოგი, კოლოპროქტოლოგი და სხვა.

შესაძლო გართულებები:

 

ოპერაცია შეიძლება გამოიწვიოს:

  • სისხლდენა
  • ნაწლავის პერფორაცია
  • ინფექცია
  • ოპერაციის შემდგომი ადჰეზიები
  • გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაცია

ამიტომ პრეოპერაციულად მნიშვნელოვანია პაციენტის სწორად შეფასება: დაავადების სტადიის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმსივნის გავრცელების მიხედვით უნდა განისაზღვროს, ვინ არის ოპერაციისთვის შესაფერისი და ვისთვის სჯობს ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის ჩატარება (ქიმიოთერაპია ოპერაციამდე).

ქიმიოთერაპია და სხვა მედიკამენტური მკურნალობა:

 

  • ქიმიოთერაპია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვერცხის კიბოს მკურნალობის დროს: ხშირად ინიშნება ოპერაციის შემდეგ (ადიუვანტური), ზოგჯერ კი ოპერაციამდე (ნეოადიუვანტური).
  • სამიზნე და იმუნოთერაპია გამოიყენება კონკრეტული შემთხვევებისთვის, მაგალითად BRCA-მუტაციის მქონე სიმსივნეებში.
  • PARP ინჰიბიტორები (მაგ., Olaparib) აქტიურია BRCA-მუტაციის მატარებელ პაციენტებში.
  • ჰორმონოთერაპია იშვიათად გამოიყენება, ძირითადად სპეციალური ტიპის სიმსივნეებში.

საკვერცხის კიბოთი დაავდებული პაციენტები საჭიროებენ  მკაცრ მონიტორინგს

  • საკვერცხის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში რეციდივი ხშირად გვხვდება — დაახლოებით 70%-ში პირველი 5 წლის განმავლობაში.
  • მონიტორინგი მოიცავს:
    • ფიზიკურ გამოკვლევას
    • CA-125 ბიომარკერის დონეს
    • გამოსახულებითი კვლევებს საჭიროების მიხედვით

საკვერცხის კიბოს რისკ-ფაქტორები

გენეტიკური ფაქტორები:

  • BRCA1/2 მუტაცია – მნიშვნელოვნად ზრდის საკვერცხისა და ძუძუს კიბოს რისკს (BRCA1 შემთხვევაში 35–45%).
  • მემკვიდრული სინდრომები (მაგ., Lynch სინდრომი) – ასოცირდება საკვერცხის, საშვილოსნოს და ნაწლავის კიბოს რისკთან.
  • ოჯახური ან პირადი ისტორია – ახლო ნათესავში კიბოს შემთხვევა ზრდის რისკს.

 

ჰორმონალური და რეპროდუქციული ფაქტორები:

  • უნაყოფობა, ადრეული მენარქე, გვიანი მენოპაუზა.
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება ზოგადად ამცირებს რისკს 15–50%-ით.
  • ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პოსტმენოპაუზაში ზრდის რისკს.

 

სხვა ფაქტორები:

  • მოწევა და ალკოჰოლი.
  • სიმსუქნე (BMI >30) – განსაკუთრებით სეროზული ტიპის კიბოს შემთხვევაში.
  • ენდომეტრიოზი – ზრდის ენდომეტროიდული და ნათელუჯრედოვანი ტიპის კიბოს რისკს.
  • ასაკი >50 წ. – მენოპაუზის შემდგომი პერიოდები უფრო მაღალი რისკია.

პრევენცია:

 

პირველადი პრევენცია (როცა დაავადება ჯერ არ არსებობს):

  • ჰორმონალური კონტრაცეპტივები (5 წლის გამოყენება ამცირებს რისკს ~50%).
  • შვილების გაჩენა და ძუძუთი კვება – ამცირებს ოვულაციის რაოდენობას და რისკს.
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი – წონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, დაბალცხიმიანი დიეტა.
  • პროფილაქტიკური ოპერაციები მაღალი რისკის მქონე ქალებში (BRCA1/2 მუტაცია), როგორიცაა ფალოპის მილებისა და საკვერცხეების მოცილება.

მეორადი პრევენცია (ადრეული გამოვლენა):

  • CA-125 ბიომარკერის კონტროლი 
  • ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფია მაღალი რისკის მქონე ქალებში.
  • გენეტიკური ტესტირება, თუ ოჯახის წევრებს ჰქონდათ საკვერცხის ან ძუძუს კიბო.
  • ნახვები:21

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები