ლიმფური კვანძების გადიდებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ზუსტი დიაგნოზისთვის ხშირად საჭიროა სპეციალური გამოკვლევა. ციტოლოგიური კვლევის მნიშვნელობაზე და თავისებურებებზე გვესაუბრება „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ ექიმი-ციტოლოგი - ლალი გოგნიაშვილი.
ლიმფური კვანძების გადიდებას ხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი ხშირი გამოვლინებაა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული, ინფექციური, ან სიმსივნური პროცესი. ასეთ შემთხვევებში საჭიროა გადიდებული, ან დაზიანებული ლიმფური კვანძების დეტალური გამოკვლევა, რათ ადადგინდეს გადიდების ზუსტი მიზეზი და მოხდეს დროული მკურნალობა.
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი. თუმცა ლიმფური კვანძების სრულყოფილი დიაგნოსტიკისთვის პრიორიტეტი ენიჭება მათიბ იოფსიის შედეგად მიღებული ქსოვილის ჰისტომორფოლოგიურ და იმუნოჰისტოქიმიურ კვლევას, უფრო ხშირად ტარდებ აკანქვეშა და რბილ ქსოვილებში ადვილადმისაწვდომი, სტრუქტურულად შეცვლილი და გადიდებული (ჰიპერტროფული) ლიმფურიკვანძების წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA). მიუხედავად იმისა, რომ ასპირაციის შედეგად მიღებული მასალა გაცილებით მცირეა, ვიდრე კვანძის ბიოფსიით მიღებული ქსოვილი, ის, ხშირად გვაძლევს საკმარის ნფორმაციას დაავადების ხასიათის დასადგენად.
ასპირაციით აღებული უჯრედული მასალა ფიქსაციის შემდეგ სხვადასხვა მეთოდით იღებება და ასეთი პრეპარატების ინტერპრეტაცია, ხშირ შემთხვევაში, საშუალებას იძლევა უჯრედულ დონეზე შეფასდეს პათოლოგიური პროცესი: რეაქტიული (სხვადასხვა ეტიოლოგიის ლიმფადენიტები, ჰიპერპლაზიურილ.კ), თუ სიმსივნური. ასევე შესაძლებელია სიმსივნური დაავადებების დიფერენცირება, მაგალითად: ავთვისებიანი ლიმფომის და მეტასტაზური დაზიანების ერთმანეთისგან გამიჯნვა.
ლიმფური კვანძების წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია, ძირითადად, ტარდება ულტრაბგერითი კონტროლით (ექოსკოპიის მონიტორის კონტროლით), რაც სამიზნე ლიმფური კვანძიდან, ან მისი გარკვეული უბნიდან საკვლევი მასალის აღების, ან, მრავლობითი კვანძების შემთხვევაში, სტრუქტურულად შეცვლილი, საყურადღებო ლიმფური კვანძის შერჩევის საშუალებას იძლევა. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია სარძევეჯირკვლის სიმსივნის (ანსხვასიმსივნეების ) დროს მეტასტაზური ლიმფური კვანძების გამოსავლენად.
ბოლო პერიოდში გახშირებული ვირუსული ინფექციების ფონზელიმფური კვანძების გადიდება, ხშირად სიმპტომატურად იმეორებს ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების კლინიკურ სურათს. ასეთ შემთხვევებში, წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის მეშვეობით მიღებული ციტომორფოლოგიური გამოკვლევა არის სწრაფი და ეფექტური საშუალება დიფერენციული დიაგნოზისთვის, რაც ეხმარება როგორც კლინიცისტს, ასევე პაციენტს, დაზოგოს დრო და რესურსი და დროულად მიიღოს მკურნალობის ტაქტიკაზე გადაწყვეტილება.
- ნახვები:299