2025-08-06

გენეტიკური ბიომარკერები და პერსონალიზებული მიდგომები ონკოგინეკოლოგიაში

ონკოგინეკოლოგიაში მკურნალობის ტრადიციული მიდგომები მნიშვნელოვნად იცვლება პერსონალიზებული მედიცინის განვითარებასთან ერთად. გენეტიკური ბიომარკერების მეშვეობით დღეს უკვე შესაძლებელია დიაგნოსტიკის დახვეწა, პროგნოზის შეფასება და მკურნალობის ინდივიდუალურად მორგება – რაც კლინიკური ეფექტურობის გაზრდას და პაციენტის გადარჩენის შანსების გაუმჯობესებას განაპირობებს. ამ თემზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოგინეკოლოგი -  ციცი მესხი.

ბიომარკერებირა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი? გენეტიკური ბიომარკერები წარმოადგენს გენეტიკურ ცვლილებებს (მუტაციები, გენების გადაწერა, ეპიგენეტიკური ცვლილებები), რომლებიც დაკავშირებულია სიმსივნის განვითარებასთან ან მედიკამენტურ პასუხთან. მათი გამოვლენა შესაძლებელია სიმსივნურ ქსოვილში ან პერიფერიულ სისხლში.

ძირითადი ბიომარკერები ონკოგინეკოლოგიაში

1) BRCA1 და BRCA2 მუტაციები • ძირითადად ასოცირდება საკვერცხის და სარძევე ჯირკვლის კიბოსთან, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენდომეტრიუმის კიბოშიც.

• BRCA მუტაციით მქონე პაციენტები რეაგირებენ PARP ინჰიბიტორებზე (მაგ: ოლაპარიბი, ნირაპარიბი).

• გაძლიერებულია პროფილაქტიკური მიდგომების საჭიროება (მაგ: პროფილაქტიკური ოოფორექტომია).

2) Homologous Recombination Deficiency (HRD) • გვიჩვენებს სიმსივნური უჯრედების დნმ-ის აღდგენის უნარის დაკარგვას.

• HRD-პოზიტიური სიმსივნეები განსაკუთრებით მგრძნობიარეა PARP ინჰიბიტორების მიმართ.

• HRD ტესტირება ხშირად ტარდება BRCA უარყოფით შემთხვევაშიც, რათა განსაზღვრული იქნას PARPi-ით მკურნალობის პერსპექტივა.

3)Microsatellite Instability (MSI) და Mismatch Repair Deficiency (dMMR)

• მნიშნელოვანი პროგნოსტიკური და თერაპიული ბიომარკერია ენდომეტრიუმის კიბოში.

• MSI-H/dMMRპოზიტიური სიმსივნეები რეაგირებენ იმუნოთერაპიაზე (მაგ: პემბროლიზუმაბი).

• ასევე ასოცირებულია Lynch სინდრომთან – რაც საჭიროებს ოჯახის გენეტიკურ სკრინინგს.  POLE exonuclease domain მუტაციები

• დაკავშირებულია ულტრამუტირებული ენდომეტრიუმის კიბოს ფორმებთან.

• მიუხედავად მაღალიავთვისებიანობის  ჰისტოლოგიისა, სიმსივნე ძალიან კარგი პროგნოზით ხასიათდება.

• ხშირად არ საჭიროებს აგრესიულ ადიუვანტურ თერაპიას.

5- p53 Aberration

• უკავშირდება სეროზულ ენდომეტრიულ კიბოსა და მაღალი ავთვისებიანობის საკვერცხის კიბოს.

• ცუდი პროგნოზის ბიომარკერია – შესაძლოა გამოყენებულ იქნას თერაპიის ინტენსივობის განსაზღვრად.      

გენეტიკური ტესტირების კლინიკური სარგებელი

1) დიაგნოზის დიფერენცირება MSI, POLE, BRCA

2) პროგნოზის შეფასება POLE+, HRD, p53

3) თერაპიის შერჩევა PARP (BRCA/HRD), ICI (MSI-H)

4) ოჯახის სკრინინგი BRCA, Lynch სინდრო

5) პერსონალიზებული მიდგომები პრაქტიკაში    საკვერცხის კიბო

• ყველა სეროზული კარცინომა ექვემდებარება BRCA და HRD ტესტირებას.

• PARP ინჰიბიტორები გამოიყენება როგორც პირველიხაზის თერაპია.      

ენდომეტრიუმის კიბო

• აუცილებელია MSI/dMMR და POLE შეფასება.

• იმუნოთერაპია გამოიყენება რეზისტენტულ შემთხვევებში  საშვილოსნოს ყელის კიბო

• ნაკლებად განსაზღვრულია გენეტიკური ბიომარკერები, თუმცა მიმდინარეობს კვლევები .

 პერსონალიზებული თერაპიის მაგალითი (სცენარი) ქალი, 59 წლის, დიაგნოზი: საკვერცხის მაღალი ხარისხის სეროზული კარცინომა

• BRCA1 მუტაცია პოზიტიური • ჩაუტარდა ოპერაცია და ქიმიოთერაპია (• დაენიშნა ოლაპარიბი შენარჩუნების თერაპიად — DFS(Disease-Free Survival) >36 თვე     მომავლის პერსპექტივა

• ცირკულირებადი სიმსივნური დნმ-ის მონიტორინგი → თერაპიული პასუხის შეფასება რეალურ დროში.

•  გენომური პროფილირება → მეტი სიზუსტე მკურნალობის შერჩევაში.

• გენეტიკური  ტესტირების გაფართოება → პრევენციული ონკოგინეკოლოგია.

გენეტიკური ბიომარკერები არა მხოლოდ ასახავენ სიმსივნის ბიოლოგიას, არამედ ქმნიან გზას ინდივიდუალური და მექანიზმზე დაფუძნებული მკურნალობისკენ. პერსონალიზებული მიდგომების ინტეგრაცია ონკოგინეკოლოგიაში არ არის მომავლის პერსპექტივა – ის უკვე რეალობაა, რომელიც აუმჯობესებს როგორც მკურნალობის შედეგებს, ისე პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

  • ნახვები:44

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები