2025-07-15

ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე

საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კარცინომ.

ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე ერთ-ერთი გავრცელებული სიმსივნეა განვითარებულ ქვეყნებში და ინციდენტობა მსოფლიოს მასშტაბით წლიურად მატულობს, შემთხვევების რაოდენობა ბოლო წლებში  იზრდება , განსაკუთრებით ასაკოვანი ქალების და სიმსუქნის ზრდის პარალელურად. ყველაზე ხშირად ვლინდება პოსტმენოპაუზის  ქალებში (60 წლის შემდეგ), თუმცა გვხვდება ახალგაზრდა ქალებშიც.

რისკ-ფქატორები:

ჰორმონალური დისბალანსი-ენდოგენური ჰიპერესტროგენია-პოლიცისტოზის სინდრომის ან სიმსუქნის დროს, ეგზოგენური უკონტროლო ესტროგენოთერაპია

  • ტამოქსიფენიტ ხანგრძლივი მკურნალობა
  • სიმსუქნე- BMI>30
  • უნაყოფობა
  • გვიანი მენოპაუზა
  • მეტაბოლური სინდრომი
  • გენეტიკური ფაქტორები-LYNCH სინდრომი -მაღალის რისკი ენდომეტრიუმი და კოლორექტალური კიბოსთვის , ოჯახური ისტორია

კლინიკური გამოვლინება:

  • პათოლოგიური სისიხლდენა პრემენოპაუზაში
  • სისხლიანი გამონადენი და  ჭარბი ვაგინალური სისიხლდენა პოსტმენოპაუზაში
  • ტკივილი მცირე მენჯში
  • შარდვის და დეფეკაციის პრობლემები
  •  საერთო სისუსტე
  • ანემია

ენდომეტრიუმის კარცინომის კლასიფიკაცია ეფუძნება როგორც, მორფოლოგიურ , ისე მოლეკულურ თავისებურებებს, ბოლო წლებში მოლეკულურმა დიაგნოსტიკამ მნიშვენლოვანი  კლინიკური ღირებულება შეიძინა მკურნალობის ინდივიდუალიზაციის კუთხით.

ჰისტოლოგიური კლასიფიკაცია:

ენდომეტროიდული ადენოკარცინომა-ყველაზე ხშირია ფორმაა(80-90%)-ასოცირებულია ენდომეტრიუმის ჰიპერპალზიასთან, ანოვულაციასთან და  მეტაბოლურ სინდრომთან

სეროზული კარცინომა- შედარებით  აგრესიული  კლინიკური მიმდინარეობით(10%)-არაჰორმონდამოკიდებული, ვითარდება ატროფიულ ენდომეტრუმზე

ნათელუჯრედოვანი ადენოკარცინომა -იშვიათი (1-5%), ახასიათებს აგრესიული მიდიანრეობადა არ არის ასოცირებული ესტროგენულ სტიმულაციასთან

კარცინოსარკომა -შერეული ფორმა- ხასიათდება მაღალი ადრესიულობით  და მეტასტაზიდების უნარით

არადიფერენცირებული  კარცინომა- აგრესიული ფორმაა, ხასიათდება მკურნალობის მიმართ რეზისტენტობით .

The Cancer Genome Atlas (TCGA) პროექტის მიხედვით ენდომეტრიუმის კიბო იყოფა 4 მოლეკულურ ჯგუფად, რაც უკეთესად ასახავს პროგნოზს და  შესაძლო თერაპიას

POLE-ultramutated

MSI-H (Microsatellite Instability – Hypermutated)

Copy-number low / NSMP (No Specific Molecular Profile)

Copy-number high / p53-abnormal (Serous-like)

მორფოლოგიური და მოლეკულური ტიპების შესაბამისობა:

 

მორფოლოგიური ტიპი მოლეკულური ტიპი (ხშირად ასოცირებული)

ენდომეტროიდული POLE-mutated, MSI-H, NSMP
სერიოზული p53-abnormal
ნათელუჯრედული p53-abnormal ან NSMP
კარცინოსარკომა ხშირად p53-abnormal
არადიფერენცირებული p53-abnormal ან POLE/MSI ნაკლებად

 

დიაგნოსტიკა:

  •  ტრანსვაგინალური ექოსკოპია
    • ენდომეტრიუმის სისქის შეფასება
      • მენოპაუზაში: >5 მმ ითვლება საეჭვოდ
  •  ენდომეტრიუმის ბიოფსია / კიურეტაჟი
    • ოფის-ჰისტეროსკოპიის გზით
    • აუცილებელია  დიაგნოზის  მორფოლოგიური  დადასტურება
    • ჰისტეროსკოპიით ვიზუალური ინსპექცია და დამიზნებითი  ბიოფსია

სტადირება  (FIGO სისტემით)

  • MRI – ადგილობრივი გავრცელების  და ლიმფური კვანძების  შეფასება
  • CT –დაავადების გავრცელების და შორეული მეტსატაზირების გამოსარიცხად
  • CA-125 – ზოგჯერ ფასდება სეროზული ტიპის დროს ან საეჭვო მეტასტაზებისას.

ქირურგიული მკურნალობა

  • ჰისტერექტომია + ბილატერალური სალპინგო-ოფორექტომია
  •  მენჯის /პარაორტული ლიმფადენექტომია (სტადირებისა და პროგნოზისთვის)

ადიუვანტური მკურნალობა (სტადიის და ტიპის მიხედვით):

სტადია / ტიპი მკურნალობის რეკომენდაცია
Stage IA, Grade 1–2 მხოლოდ ოპერაცია (ხშირად ადიუვანტური თერაპიის გარეშე)
Stage IB ან Grade 3 ვაგინალური ბრაქითერაპია ან ექსტერნალური რადიაცია
Stage II ან მეტი  რადიოთერაპია + ქიმიოთერაპია
სეროზული/clear cell ტიპი ოპერაცია + ქიმიოთერაპია ± რადიოთერაპია
POLE-მუტაცია ხშირად არ სჭირდება ადიუვანტური მკურნალობა (კარგი პროგნოზი)
p53-abnormal საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას

 

ქიმიოთერაპია

  • პლატინისა და ტაქსანის კომბინაცია (Carboplatin + Paclitaxel)
  • გამოიყენება მაღალი რისკის, მეტასტაზური ან განმეორებითი შემთხვევებისთვის

 

ჰორმონთერაპია:

  • გამოიყენება:
    • დაბალი ავთვისებიანობის Low Grade  ენდომეტროიდული კარცინომის დროს
    • ახალგაზრდა ქალებში, რომლებიც ცდილობენ ფერტილობის შენარჩუნებას
  • პრეპარატები:
    • პროგესტინები (Megestrol acetate, Medroxyprogesterone acetate)
    • IUD (Mirena)

 

იმუნოთერაპია და სამიზნე თერაპია

  • MSI-H ან dMMR ტიპებისას:
    • PD-1 ინჰიბიტორები (Pembrolizumab, Dostarlimab)
  • HER2 დადებითი სეროზული კარცინომისას:
    • Trastuzumab + ქიმიოთერაპია

 ენდომეტრიუმის კარცინომის კლინიკური მიმდინარეობის პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების  სტადიაზე, ჰისტოლოგიურ  და მოლეკულურ ტიპზე.

სტადია 5 წლიანი გადარჩენის შანსი
IA ~90–95%
IB ~80–90%
II ~70–80%
III ~50–60%
IV <20%

 

  •  POLE-ულტრამუტირებული — საუკეთესო პროგნოზი
  •  p53-abnormal / სეროზული ტიპი — ცუდი პროგნოზი და რეციდივის  მაღალი რისკი
  • ნახვები:233

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები