2025-05-22

იმუნოთერაპიის გვერდითი მოვლენები

იმუნოთერაპია არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას, რათა იგი გაუმკლავდეს ავთვისებიან უჯრედებს.

იმუნოთერაპიას, მიუხედავად მისი ეფექტურობისა, შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. ეს მოვლენები, ძირითადად, დაკავშირებულია იმუნური სისტემის აქტივაციის შედეგად ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედების დაზიანებასთან.ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა:

თირკმლების დაზიანება (ნეფრიტი) – ნეფრიტი არის თირკმლების ანთება, რომელიც გამოწვეულია იმუნური სისტემის რაქციით.

პნევმონიტი (ფილტვების ანთება) – ფილტვების დაზიანება და ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას.

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) – ღვიძლის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის  ფუნქციის დარღვევა.

კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება) – კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთება, რაც იწვევს დიარეას და მუცლის ტკივილს.

ზოგიერთიმა  იმუნოთერაპიულმა  პრეპარატმა,  შეიძლება გამოიწვიოს კანის ანთება (დერმატიტი), რომელიც  შეიძლება  გამოვლინდეს  წითელი ლაქებით, ქავილით ან კანის  სიმშრალით

იმუნოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილი (ართრალგია) და ზოგჯერ მიოპათია (კუნთების ტკივილი), რაც მნიშვნელოვნად ცვლის  ცხოვრების  ხარისხს.

იმუნოთერაპია ითვლება ერთ-ერთ რევოლუციურ მიდგომად ონკოლოგიაში, რადგან ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ უშუალოდ კიბოს უჯრედების განადგურებას, არამედ ორგანიზმის იმუნური   პროცესის გააქტიურებას, რათა ის უფრო ეფექტურად ებრძოლოს კიბოს.ხშირად, გვერდითი მოვლენები ზომიერია და მკურნალობის დასრულების შემდეგ იხსნება.

  • ნახვები:136

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები