საქართველოში პირველად, სწორედ კლინიკა „კოი“ გთავაზობთ Hologic-ის მამოგრაფ-ტომოსინთეზის აპარატით შესრულებულ სტერეოტაქსიურ ვაკუუმ-ბიოფსიას.
ეს თანამედროვე ტექნოლოგია უზრუნველყოფს უმაღლეს სიზუსტეს, ნაკლებად ინვაზიურ პროცედურას და სწრაფ დიაგნოსტიკას.
სტერეოტაქსიური ვაკუუმ-ბიოფსია წარმოადგენს ბიოფსიის მეთოდს, რომელიც ხორციელდება მამოგრაფიული კონტროლით და პრაქტიკულად შეუცვლელია მცირე, რთულად ვიზუალიზებადი უბნიდან სადიაგნოსტიკო მასალის აღებისთვის. მისი მეშვეობით გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება.
Hologic-ის მამოგრაფია-ტომოსინთეზის აპარატი აღჭურვილია თანამედროვე ფუნქციებით, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო ზუსტ დიაგნოსტიკას:
- კონტრასტული მამოგრაფია: ამ მეთოდის დროს გამოიყენება სპეციალური ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მეტად დეტალური გამოსახულების მიღება.
- სტერეოტაქსიური ვაკუუმ-ბიოფსია: ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად მოხდეს ქსოვილის ნიმუშის აღება უმცირესი პათოლოგიური უბნიდან, ამასთან მაქსიმალური სიზუსტით და მინიმალური ინვაზიურობით. სტერეოტაქსიური ბიოფსიის დროს დაგეგმარება ხდება სამგანზომილებიან კოორდინატთა სისტემაში, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ბიოფსიისთვის არასათანადო არეში მოხვედრის ალბათობას.
ამ ფუნქციების კომბინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და ოპტიმალური მკურნალობის გეგმის შესადგენად.
- ნახვები:177












