ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები ადრე შედარებით იშვიათ დაავადებად ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლებში შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.
ფარისებური ჯირკვლის კიბოს გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში
- ავთვისებიან სიმსივნეებს შორის საერთო პოპულაციაში მე-13 ადგილი უკავია.
- ქალებში — მე-6 ადგილი.
- ყველაზე მაღალი შემთხვევები დაფიქსირდა: სამხრეთ კორეაში, კანადაში, იტალიაში, აშშ-ში და საფრანგეთში.
- 2023 წელს აშშ-ში დაფიქსირდა დაახლოებით 44,000 ახალი შემთხვევა, რაც ქვეყნის ავთვისებიანი სიმსივნეების 2,3%-ს შეადგენს.
- დაავადების განვითარების პიკი ქალებში 50-55 წლის, ხოლო კაცებში 60-65 წლის ასაკზე მოდის.
ფარისებური ჯირკვლის კიბოს გავრცელების სტატისტიკა საქართველოში
- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2015 წლიდან ფარისებური ჯირკვლის კიბოს შემთხვევები ქალებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ავთვისებიანი სიმსივნეების შორის ფარისებური ჯირკვლის კიბო მეორე ადგილზეა გავრცელების მიხედვით.
- 2021 წელს, ფარისებური ჯირკვლის კიბოს 708 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქალებში, რაც ამ სქესობრივი ჯგუფის ავთვისებიანი სიმსივნეების 12,8%-ს შეადგენს. სასიხარულოა, რომ 2017 წლიდან ფარისებური ჯირკვლის კიბოს რეგისტრირებული შემთხვევების 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 97,8%-ს აღწევს, რაც მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და დროული დიაგნოსტიკის ეფექტიანობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
ფარისებური ჯირკვლის კიბოს სახეობები
ფარისებური ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების რამდენიმე ძირითადი ტიპი არსებობს:
- პაპილური კარცინომა (PTC) — შემთხვევების დაახლოებით 90%
- ფოლიკულური კარცინომა (FTC) — 2%
- ჰიურტლის უჯრედებიდან განვითარებული კარცინომა — 2%
- მედულური კიბო (MTC) — ნეიროენდოკრინული სიმსივნე, რომელიც კალციტონინ მაპროდუცირებელი C (პარაფოლიკულური) უჯრედებიდან ვითარდება.
- ანაპლაზიური კარცინომა — ერთ-ერთი აგრესიული და იშვიათი ფორმა.
ფარისებური ჯირკვლის კიბოს რისკფაქტორები
მოდიფიცირებადი :
- მაიონიზირებელი რადიაციის ზემოქმედება
- სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტი)
- რეპროდუქციული და ჰორმონული ფაქტორები
- ალკოჰოლის მოხმარება
- თამბაქოს მოხმარება
- პესტიციდებთან კონტაქტი
- ჭარბი ცინკისა და კადმიუმის მიღება
არამოდიფიცირებადი (მემკვიდრეობითი) ფაქტორები:
- გენეტიკური მუტაცია რომელიც იწვევს ფარისებური ჯირკვლის არამედულურ კიბოს (FOXE1) (ტრანსკრიფციაში მონაწილე ცილების მაკოდირებელი გენი) გენში მომხდარი მუტაციები.
- მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია ტიპი 2 (MEN2) — ვითარდება RET გენში მიმდინარე მუტაციების შედეგად.
კლინიკური ნიშნები
- გადიდებული წანაზარდი კისრის წინა ზედაპირზე
- ხმის ტემბრის ცვლილება, ჩახლეჩა
- ყლაპვის გაძნელება
- ტკივილი კისრის ან ყელის არეში
ფარისებური კიბოს სკრინინგი
- ფიზიკალური გამოკვლევის დროს ფარისებური ჯირკვლის პალპაცია
- ულტრაბგერითი გამოკვლევა
ამ მეთოდების კომბინაციით შესაძლებელია ფარისებური კიბოს ადრეული ნიშნების გამოვლენა და დროული მკურნალობის დაწყება.
დიაგნოსტიკა
- ფიზიკალური გასინჯვა
- ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის ტესტები
- ფარისებური ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა
- წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსია
- რადიოაქტიური იოდით სკანირება
- სიმსივნის გავრცელების შეფასების მიზნით სხვა გამოსახულებითი კვლევები — MRI და CT
- გენეტიკური ტესტირება
მკურნალობის მეთოდები
- ქირურგიული ჩარევა
- ჰორმონოთერაპია
- რადიოაქტიური იოდით მკურნალობა
- სიმსივნეში ალკოჰოლის ინექცია (ეთანოლის აბლაცია)
- იმუნოთერაპია
- ქიმიოთერაპია
- სხივური თერაპია
გადარჩენის მაჩვენებლები
- ფოლიკულური კარცინომა — 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 98%
- პაპილური კარცინომა — 99,5%
- მედულური კიბო — 91%
- ანაპლაზიური კარცინომა — მხოლოდ 8%
პროფილაქტიკა
- რადიაციის ზემოქმედების მაქსიმალური შეზღუდვა
- სხეულის მასის ინდექსის კონტროლი
- ოჯახური გენეტიკური რისკის არსებობისას:
- გენეტიკური ტესტირება
- რეგულარული პალპატორული გასინჯვა
- ფარისებური ჯირკვლის ულტრაბგერითი სკრინინგი
- ნახვები:442