სიმსივნესთან ბრძოლა იწყება დროული დიაგნოსტიკით, სწორი მკურნალობის სტრატეგიით, ფსიქოლოგიური მზაობით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სანდო ექიმების მეთვალყურეობით.
რა უნდა ვიცოდეთ ონკოგინეკოლოგიის შესახებ? რა სიმპტომები ახასიათებს და რა არის სიმსივნის გამომწვევი მიზეზები? ამ საკითხებზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ონკოგინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი - მარიამ გაბლიშვილი.
საშვილოსნოს ყელის კიბო
საშვილოსნოს ყელის კარცინომა ძირითადად გვხვდება ახალგაზრდა ქალებში, განსაკუთრებით 35-44 წლის ასაკში. მხოლოდ 15%-ში ვლინდება 60 წელს გადაცილებულ ქალებში. ამ დაავადების განვითარება ხშირად დაკავშირებულია პაპილომავირუსთან (HPV).
- რა არის ამ დაავადების რისფაქტორები?
- მრავალ მშობიარობა
- სქესობრივ პარტნიორთა ხშირი ცვლა
- თამბაქოს მოხმარება
- კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე პრევენტაბელური სიმსივნეა. კიბოსწინარე დაავადებების დროული აღმოჩენა და მათი ადეკვატური მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.
სიმპტომები:
- პათოლოგიური სისხლდენა საშოდან (პოსტკოიტალური, მენსტრუაციის დროს, პოსტმენოპაუზური სისხლიანი გამონადენი)
- პათოლოგიური ვაგინალური გამონადენი
- ტკივილი მცირე მენჯში
- შარდვის პრობლემები
ენდომეტრიუმის კიბო
ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნე ძირითადად პოსტმენოპაუზის ასაკში გვხვდება, საშუალოდ 60 წლის ასაკში.
რისკ ფაქტორები:
- ჰორმონალური დისბალანსი
- ადრეული მენარხე
- უნაყოფობა
- ხანდაზმული ასაკი
- სიმსუქნე
- სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების ისტორია
- ლინჩის სინდრომი
- რა სიმპტომებით ვლინდება?
- დაავადებას ახასიათებს პათოლოგიური სისხლდენა საშოდან, როგორც პრემენოპაუზის ასაკის, ისე ხანდაზმული ასაკი ქალებში.
საკვერცხის კიბო
საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე ძირითადად ასაკოვან ქალებში გვხვდება, სადაც დაავადებულ ქალთა ნახევარი 63 წლის ზევით არის.
სიმპტომები:
- მუცლის შებერილობა
- ასციტი (წყლის დაგროვება მუცლის ღრუში)
- შარდვის გაძნელება
- ტკივილი მცირე მენჯში
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა მოიცავს:
- ობიექტურ გასინჯვას
- მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ულტრაბგერით კვლევას
- მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRI)
- PET-CT
- სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიას
- ბიოფსიას და მორფოლოგიურ/იმუნოჰისტოქიმიურ კვლევებს
მკურნალობის მეთოდები:
- ქირურგიული ჩარევა
- რადიოთერაპია
- ქიმიოთერაპია
- იმუნოთერაპია
მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება ონკოლოგიური ჯგუფის მიერ, დაავადების სტადიის შესაბამისად, საერთაშორისო გაიდლაინების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობის სტრატეგია გადამწყვეტია. კონსულტაცია ონკოგინეკოლოგთან და რეგულარული სკრინინგი სიმსივნის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
- ნახვები:273