ფილტვის კიბო მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა.
მამაკაცებში, 5 ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზეა
1. ფილტვი, ტრაქეა, ბრონქი.
2. წინამდებარე ჯირკვალი
3. შარდის ბუშტი
4. კოლორექტული
5. ხორხი.
თუმცა თამბაქოს აქტიურ მოხმარებასთან დაკავშირებით ფილტვის კიბოს შემთხვევა ქალებშიც გაიზარდა.
ბოლო სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ აღნიშნული დაავადების რეგისტრირებული ახალი შემთხვევების 60% 3-4 სტადიაზეა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.
ფილტვის სიმსივნის განვითარება საწყის სტადიაზე ასიმპტომურად მიმდინარეობს. ყველაზე ხშირად, ფილტვების კიბო აღმოჩენა ინციდენტურად ( შემთხვევით ) ხდება.
წარმატებული მკურნალობისთვის, მნიშვნელოვანია დაავადების დადგენა ადრეულ სტადიაზე.
კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია, დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.
სიმპტომები რომლებიც უნდა იცოდეთ :
- ქრონიკული ხველა;
- ჰაერის უკმარისობა;
- ხმის ჩახლეჩა;
- სისხლიანი ნახველი;
- გულმკერდის ტკივილი;
- წონის სწრაფი დაკლება.
მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა და მართვა.
ჩაიტარეთ ადრეული დიაგნოსტიკა გამოცდილ და პროფესიონალ ექიმებთან.
- ნახვები:81