2025-04-28

სამიზნე (targeted) და მოლეკულური თერაპია – მედიცინის ახალი ხანა ონკოლოგიაში

ონკოლოგიაში სამიზნე (targeted) და მოლეკულური თერაპიები წარმოადგენენ ტექნოლოგიურ ინოვაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კიბოს მკურნალობის შედეგებს. სამიზნე თერაპია ონკოლოგიაში ეფუძნება სიმსივნური უჯრედების გენეტიკური  და მოლეკულური მახასიათებლების განსაზღვრას, რის შეეგადაც მხოლოდ სიმსივნური უჯრედები ზიანდება, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები ამ დროს მინიმალურად განიცდიან ზემოქმედებას, რაც შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობასა და პაციენტების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

როგორ ადაპტირდება მკურნალობა კონკრეტული მუტაციების მიმართ?

 სიმსივნეების განვითარებაში დიდი როლი აქვს გენეტიკურ ცვლილებებს, კერძოდ,ეს ცვლილებები  გამოწვეულია უჯრედებში კონკრეტული გენების მუტაციებით, რომლებიც ხელს უწყობს სიმსივნური პროცესის ზრდას და გავრცელებას,სამიზნე და თარგეთული თერაპიის დროს კი ხდება  მუტირებული გენის ფუნქციის დაბლოკვა, რაც ხელს უშლის სიმსივნის პროგრესირებას .ამა თუ იმ სიმსივნის შემთხვევაში ონკოგენური მუტაციების  გამოვლენა ხორციელდება გენეტიკური ტესტირების საფუძველზე(NGS,PCR,FISH,IHC).

რით განსხვავდება სამიზნე თერაპია ქიმიოთერაპიისგან?

  1. მოქმედების მექანიზმი: სამიზნე თერაპია და ქიმიოთერაპია სხვადასხვა მექანიზმით მოქმედებენ სიმსივნურ უჯრედებზე.ქიმიოთერაპია, როგორც ტრადიციული მეთოდი, ანადგურებს სწრაფად გამრავლებად უჯრედებს, იგი მიზნად ისახავს კიბოს უჯრედების განადგურებას ან მათი ზრდის შეჩერებას. თუმცა, მკურნალობის ეს მეთოდი აზიანებს როგორც სიმსივნურ, ასევე ჯანმრთელ უჯრედებს. სამიზნე თერაპია კი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ მოლეკულურ სამიზნეებზე , რომლებიც სიმსივნის ზრდას უწყობენ ხელს.
  2. მოქმედების სიზუსტე როგორც ზემოთ აღვნიშნე,სამიზნე თერაპია შერჩევითად  ახდენს გავლენას და მოქმედებს მხოლოდ იმ მოლეკულურ მექანიზმებზე, რომლებიც კონკრეტული სიმსივნის განვითარებაზე არის პასუხისმგებელი, რაც ბევრად უფრო ეფექტურია.
  3. გვერდითი მოვლენები: ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები ხშირად უფრო ტოქსიკურია         რადგან ამ დროს ზიანდება ჯანმრთელი უჯრედებიც,  იგი იწვევს  ისეთ გვერდით ეფექტებს როგორიცა: თმის ცვენა, გულისრევისა და  ღებინების შეგრძნება, მიელოგრამის დათრგუნვა(ანემია, ლეიკოპენია).სამიზნე თერაპიის დროს კი ნაკლები სისტემური ტოქსიკურობა გვაქვს  რადგან მკურნალობის ეს მეთოდი       მოქმედებს შერჩევითად, მხოლოდ სიმსივნურ  უჯრედებზე.

4. პერსონალიზებული მკურნალობის მნიშვნელობა და პერსპექტივები

პერსონალიზებული მკურნალობა, ანუ ინდივიდზე  მორგებული მკურნალობა, უკვე ტრადიციული ონკოლოგიიდან ახალ, უფრო ეფექტურ დონეზე გადადის. ამ მიდგომით, თითოეული პაციენტის მკურნალობა ეყრდნობა კონკრეტულ გენეტიკურ, მოლეკულურ და კლინიკურ მახასიათებლებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს გვერდითი მოვლენების რისკებს.

პერსონალიზებული მკურნალობის დროს  თერაპია  მხოლოდ სიმსივნის სპეციფიკურ  მუტაციებზე ან ბიოლოგიურ მახასიათებლებზეა მიმართული, ნაკლებად ზიანდება ჯანმრთელი უჯრედები,სწორად შერჩეული მკურნალობა  კი უფრო კარგად მუშაობს  და  ნაკლებად ტოქსიკურია ვიდრე ტრადიციული ქიმიოთერაპია.მაგალითად:EGFR,  ALK, BRAF/MEK, HER2 ინჰიბიტორები.

პერსპექტივა ამ მეთოდში უკავშირდება თუნდაც იმას, რომ მალე სამიზნე თერაპიები გახდება სტანდარტული მკურნალობის ნაწილი, სადაც სხვადასხვა ტიპის კიბოს მიმართ ახალი, უფრო ზუსტი მკურნალობის მექანიზმები იქნება ხელმისაწვდომი. თანამედროვე ტექნოლოგიების და გენომიკური კვლევების განვითარება ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს, რაც ნიშნავს, იმას რომ მომავალში ონკოლოგიური მკურნალობა გახდება უფრო ინდივიდუალური და ნაკლებად ტოქსიკური.

დასკვნა

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამიზნე და მოლეკულური თერაპიები მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია  ონკოლოგიაში, რომლებიც სიმსივნის მკურნალობის ახალ, უფრო პერსონალიზებულ გზებს გვთავაზობს. პერსონალიზებული მკურნალობა კი ზრდის ეფექტურობას და ამცირებს ტოქსიკურობას.

  • ნახვები:93

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები