პრედიაბეტის და დიაბეტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და პრევენცია
რა არის პრედიაბეტი?
პრედიაბეტი არის ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც გლუკოზა სისხლში არის ნორმაზე მაღალი, მაგრამ არა იმდენად რომ დიაბეტის სადიაგნოსტიკო საზღვრებს აღწევდეს. როგორ ისმება პრედიაბეტის დიაგნოზი?
სამი ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებელი რომელიც გვეხმარება პრედიაბეტის დიაგნოსტიკაში ეს ტესტებია:
1. გლუკოზის განსაზღვრა სისხლში კვებიდან 8_12 საათიანი შიმშილობის პერიოდში . თუ გლუკოზის მაჩვენებელი უზმოდ 100 მგ/ დლ- -ზე.მაღალია მიუთითებს პრედიაბეტური მდგომარეობაზე
2. გლუკოზოტოლერანტობის ტესტი_ როდესაც ხდება გლუკოზის გამოკვლევა 75 მგ. გლუკოზით დატვირთვიდან ორი საათის შემდეგ. პრედიაბეტის დროს გლუკოზის რაოდენობა მერყეობს 140_199 -მდე .
3. გლიკოჰემოგლობინის ტესტი, რომელიც გვიჩვენებს ბოლო სამი თვის განმავლობაში გლუკოზის საშუალო რაოდენობას სისხლში . პრედიაბეტის დროს მისი რაოდენობა მაღალია 5.6% ზე .
აღნიშნული კვლევებიდან ერთ-ერთის მომატება უკვე მიუთითებს პრედიაბეტური მდგომარეობაზე. აუცილებელია ტესტის გამეორება საბოლოო დიაგნოზის დასასმელად.
რა არის დიაბეტი?
დიაბეტი ეს არის ქრონიკული მეტაბოლური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში ირღვევა გლუკოზის ათვისება და ის მუდმივად რჩება სისხლში მაღალი რაოდენობით. ამ მდგომარეობას ეწოდება ჰიპერგლიკემია.დროთა განმავლობაში შაქრის მუდმივიად მაღალი დონე სისხლში აზიანებს სხვადასხვა ორგანოს და ორგანოთა სისტემებს.
რამდენი ტიპის შაქრიანი დიაბეტი არსებობს და რა ძირითადი განსხვავებაა მათ შორის?
დიაბეტი არსებობს ორი ძირითადი ტიპის : დიაბეტი ტიპი 1. და ტიპი 2. არსებობს ასევე მესამე ტიპი, ეს არის გესტაციური დიაბეტი, რომელიც ძირითადად ორსულებში გვხვდება, რაც შემდგომში ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს.
როდის ვლინდება დიაბეტი ტიპი 1 და რა არის მისი წარმოშობის მიზეზი?
დიაბეტი ტიპი 1 ეს არის ავტოიმუნური წარმოშობის დაავადება,როდესაც საკუთარი იმუნური სისტემა ანადგურებს პანკრეასის ბეტა უჯრედებს, შესაბამისად ვერ ხდება ინსულინის გამომუშავება, რაც აუცილებელია იმისთვის რომ მოხდეს გლუკოზის ათვისება უჯრედების მიერ. დიაბეტი ტიპი 1 ძირითადად გვხვდება ბავშვობის ასაკში, თუმცა შეიძლება მოზრდილებში გამოვლინდეს.
როგორ ვადგენთ დიაბეტს?
დიაბეტის დიაგნოზი ისმება მაშინ როდესაც სისხლში გლუკოზის რაოდენობა უზმოდ შეადგენს 126 მგ / დლ- ზე მეტს. რომელი ლაბორატორიული მაჩვენებლები გვეხმარება ტიპი 1 ის დიაგნოსტიკაში? ტიპი ერთის დიაგნოსტიკაში გარდა გლუკოზისა საჭიროა ჩატარდეს იმუნოლოგიური გამოკვლევა იმ ავტო ანტისხეულებზე, რომლებიც თრგუნავენ ინსულინის გამომუშავების პროცესს. ასევე დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში გვეხმარება სისხლში C პეპტიდების ( ენდოგენური ინსულინის) კვლევა, რომლის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს დიაბეტი ტიპი 1_ ზე, ხოლო ნორმა ან მაღალი, კი ტიპი 2 -ზე.
რა არის ტიპი 2 დიაბეტი და როდის ვითარდება ?
ტიპი 2 დიაბეტი განსხვავებით ტიპი ერთისა, ვითარდება უფრო გვიან (40+) ასაკში. მისი განვითარების მიზეზია ინსულინის არასაკმარისი გამომუშავება ან მისი არაეფექტურობა,იგივე ინსულინრეზისტენტობა. დიაგნოსტიკისთვის ვაკვირდებით შემდეგი მაჩვენებლების შედეგებს სისხლში;
1. გლუკოზა უზმოდ
2. გლუკოზოტოლერანტობის ტესტი
3. გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა
თუ ამ სამიდან რომელიმე ან სამივე მომატებულია ეჭვი უნდა მივიტანოთ დიაბეტზე. მნიშვნელოვანია რომ კვლევის ჩატარება მოხდეს განმეორებით რამდენიმე დღეში. დიაბეტის ტიპის დადგენისთვის უნდა ჩატარდეს კვლევა C პეპტიდზე. დიაბეტი ტიპი 2_ ზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია გამოითვალოს სისხლში Homa (Homeostatic assessment of insulin resistant) ინდექსი რაოდენობა, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ინსულინის რეზისტენტობა, ანუ რამდენად ეფექტურად ასრულებს თავის საქმეს ინსულინი ჩვენს ორგანიზმში.
როგორ მოვახდინოთ დიაბეტის პრევენცია?
დიაბეტის, განსაკუთრებით ტიპი 2_ ის პრევენციისთვის აუცილებელია ყოველდღიურად შემდეგი მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ცხოვრების წესების დაცვა:
1.კვება_ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებით, როგორიცაა – ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლეული, თხილი, კენკრა უნდა შეზღუდოს – შაქრიანი სასმელები, ცომეული
2. ფიზიკური აქტივობა, (ვარჯიში,სეირნობა, ცურვა, ცეკვა), ზრდის უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ.
3. წონის კონტროლი_ 5–10% წონის დაკლებაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს, პრედიაბეტის და ინსულინრეზისტენტობის შემთხვევაში.
4. სტრესის მართვა ქრონიკული სტრესი ზრდის კორტიზოლის რაოდენობას, რაც ხელს უშლის ინსულინის ეფექტურობას.
5. სრულფასოვანი (7_9 სთ) ძილი_ ძილის ნაკლებობა ზრდის გლუკოზის მიმართ უჯრედების რეზისტენტობას.
6. რეგულარული სკრინინგი: თუ გაქვს რისკის ფაქტორები (ოჯახური ისტორია, ჭარბი წონა, წარსულში გესტაციური დიაბეტი) – აუცილებელია რეგულარული გლუკოზის, ინსულინის და HOMA-IR-ის შემოწმება.
- ნახვები:213