2025-11-06

ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინა

ძირითადი მესიჯები :

  • აპვ-ის ინფექცია სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ჩვენს გარემოში.
  • 200-ზე მეტი აპვ-ის გენოტიპი არსებობს და სულ მცირე 40-ს შეუძლია ანოგენიტალური არის დაინფიცირება
  •  სქესობრივად აქტიური პირების დაახლოებით 80% შეიძლება დაინფიცირდეს ცხოვრების გარკვეულ მომენტში
  •  აპვ-ის შეუძლია კიბოს გამოწვევა : საშვილოსნოს ყელის , ანალური კიბო ,საშოს კიბო , სასქესო ასოს კიბო, ვულვის კიბო ,ოროფარენგაელური კიბო , პირის ღრუს კიბო , ხორხის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბოს გლობალური ტვირთი

  • ქალებში კიბოს მე-4 ყველაზე გავრცელებული სახეობა
  • ყოველ წელს:
    • 604,000 ახალ დიაგნოზს სვამენ (2020)
    • 342,000 სიკვდილი (2020)
    • სიკვდილობის თითქმის 90% განვითარებად ქვეყნებზე მოდის (2020)
  • 2030 წლისთვის პროგნოზირებულია ამ ციფრების კიდევ უფრო გაზრდა:
    • 700,000 კიბოს შემთხვევა
    • 400,000 გარდაცვალება საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზით

ადამიანის პაპილომა ვირუსი

  •  პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპია ცნობილი, მათგან 40 აინფიცირებს სასქესო ორგანოებს. HPV გენოტიპები იყოფა ორ - მაღალი და დაბალი რისკის ჯგუფებად.
  • - დაბალი რისკის გენოტიპები იწვევენ მახვილწვერა კონდილომებს (იგივე მეჭეჭებს).

- მაღალი რისკის გენოტიპები კი ასოცირდებიან კიბოსწინარე დაავადებებთან და კიბოსთან - დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია HPV-ის 15 გენოტიპი, რომელიც

  • ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოსთან. მათ მიეკუთვნება მე-16 და მე-18 ტიპები, რომლებიც აინფიცირებენ ანოგენიტალურ არეას და წარმოაადგენენ საშვილოსნოს კიბოს გამომწვევ მიზეზთთა დაახლოებით 70%-ს

პრევენცია:

HPV ვაქცინა იცავს ადამიანს კიბოს გამომწვევი ყველაზე ხშირი გენოტიპების მიმართ.

დღესდღეობით მსოფლიოში ხელმისაწვდომია 3 ტიპის ვაქცინა, რომლებიც უსაფრთხოა და მნიშნვნელოვნად ამცირებს ქალების რაოდენობას, რომელთაც უვითარდებათ კიბოსწინარე დაზიანებები ან კიბო. აღნიშნული დამტკიცებულია მრავალი კვლევის მიერ.

ცხრა-ვალენტიანი - იცავს HPV-ის 9 ტიპის მიმართ

- ოთხ-ვალენტიანი - იცავს HPV-ის 4 ტიპის მიმართ

- ბივალენტური - იცავს HPV-ის 2 ტიპის მიმართ

საქართველოში ხელმისაწვდომია 9 ვალენტიანი ვაქცინა

HPV-ის 9 კომპონენტიანი ვაქცინა იცავს HPV-ის 9 ტიპის მიმართ, ესენია:

მაღალი რისკის ჯგუფის ტიპები: 16, 18, 31, 33, 45, 52, 58

დაბალი რისკის ჯგუფის ტიპები: 6, 11

- აღნიშნული ვაქცინა ოთხ და ორ ვალენტიან ვაქცინებისგან განსხვავებით ფარავს დამატებით 5 გენოტიპს, რომლებიც იწევევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 15%-ს. შესაბამისად ცხრა კომპონენტიანი ვაქცინა უზრუნველყოფს დაცვას მეტი გენოტიპის მიმართ, რომელთაც შეუძლიათ კიბოსწინარე დაზიანებების და კიბოს გამოწვევა.

- ასევე, აღსანიშნავია რომ აღნიშნული ვაქცინა იცავს როგორც ქალებს ასევე მამაკაცებს HPV-თან დაკავშირებული კიბოსა და მეჭეჭებისგან.

HPV ვაქცინაცია საქართველოში

HPV ვაქცინაცია(ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის ნაწილია. 2023 წლიდან ვაქცინა უფასოა და ხელმისაწვდომია გოგონებისთვის და ქალებისთვის 10-46 და მამაკაცებისთვის 10-26 წლის ასაკში.

ცხრა ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც უზრუნველყოფს 9 გენოტიპზე დაცვას

HPV ვაქცინა წარმოადგენს უსაფრთხო, ეფექტურ და გამოცდილ საშუალებას საშვილოსნოს ყელის და სხვა კიბოების პრევენციისთვის. ის იცავს არა მხოლოდ ვაქცინირებულ პირს, არამედ  მთელ საზოგადოებას HPV-ის მაღალი ჯგუფის ტიპების გავრცელების შემცირების გზით. ვაქცინაციის დაწყება რეკომენდირებულია ადრეულ ასაკში (11-12 წელი, სექსობრივი აქტივობის დაწყებამდე), რაც უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას.

რამდენი დოზაა საჭირო და რა ინტერვალით?

- იმუნოკომპეტენტური პირებისთვის 15 წელს ქვემოთ რეკომენდირებულია HPV ვაქცინის 2 დოზა [Grade 2C], სულ მცირე 6 თვიანი ინტერვალით.

- 15 წელის ან მეტი ასაკის პირებისთვის რეკომენდირებულია 3 დოზა. პირველი დოზის შემდგომ 1-2 თვიანი ინტერვალით მეორე და მესამე 6 თვის შემდგომ (0, 1-2, 6 თვეზე) [UpToDate]

- იმუნოკომპრემენტირებულმა პირებმა ასაკის მიუხედავად უნდა მიიღონ ასევე 3 დოზა.

შეიძლება თუ არა უკვე სქესობრივად აქტიური ადამიანების ვაქცინაცია?

- შესაძლებელია და რეკომენდირებულია განსაკუთრებით მაშინ როდესაც იგი იმყოფება HPV ინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფში (მაგ: ახალი სქესობრივი პარტიორი)

- თუმცა გასათვალისწინებელია რომ ეფექტურობა ისეთივე მაღალი არ არის.

უსფრთხოება და გვერდითი ეფექტები:

რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ამ ვაქცინას?

გვერდითი მოვლენები იგივეა რაც სხვა ვაქცინაციის დროს:

ადგილობრივი:

  • ერითემა ინექციის ადგილზე
  • ტკივილი ინექციის ადგილზე
  • შეშუპება ინექციის ადგილზე
  • სისხლდენა ინფექციის ადგილზე, ჰემატომა ადგილობრივად, ჰიპერმგრძნობელობა - სისტემური
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მიალგია, ოროფარინგეალური ტკივილი
  • სიცხე
  • დიარეა, გულისრევა, ღებინება მუცლის ტკივილი
  • აუტოიმუნური დაავადება (2%)
  • ურტიკარია
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია
  • ნახვები:12

ექიმები

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები