მორფოლოგიური კვლევა მეცნიერთა აზრით წარმოადგენს ოქროს სტანდარტს დიაგნოსტიკაში. მორფოლოგიური კვლევის ტიპებია ციტოლოგია და ჰისტოლოგია.
მორფოლოგიური კვლევის დროს ხდება უჯრედული პოპულაციების მიკროსკოპული გამოკვლევა.
მორფოლოგიას განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება სიმსივნური პროცესების დროს. ჰისტოგენეზის და ჰისტოტიპის განსაზღვრის შემდგომ იგეგმება პაციენტის მკურნალობის შემდგომი მიმართულება.
წარმოგიდგენთ კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის პათომორფოლოგიურ ლაბორატორიას , სადაც აქტიურად ტარდება პრეოპერაციული და პოსტოპერაციული ქსოვილოვანი სტრუქტურის ჰისტომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა.
ლაბორატორიული კვლევები და დიაგნოსტიკა მიმდინარეობს ევროპაში წამყვანი ბრენდის Leicaს ფირმის უახლესი აპარატურით, NonoCastra-ს და Bio-optica-ს რეაგენტებით.
დიაგნოსტირება ხორციელდება უმოკლეს დროში, წამყვანი მაღალკვალიფიციური პათომორფოლოგების, ექიმ-ლაბორანტებისა და მოლეკულური ტექნოლოგების მიერ.
ლაბორატორია გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:
1. პრეოპერაციული და პოსტოპერაციული მასალის ჰისტომორფოლოგია.
2. იმუნოჰისტოქიმიური კვლევა - რომელიც გამოიყენება ანტიგენის, ასევე ამინომჟავების , ცილების ინფექციური აგენტებისა და უჯრედული პოპულაციების იდენტიცირებისათვის. იმუნოჰისტოქიმიური მეთოდი ეს არის მოლეკულური კვლევის ერთ-ერთი მეთოდი რომელიც გამოიყენება , კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი უჯრედული პროლიფერატის დიფერენცირებისათვის, პროლიფერაციული აქტივობის განსაზღვრისათვის, ჰისტოლოგიურად არადიფერენცირებული სიმსივნეების ქვე-ტიპირებისათვის, ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების ფენოტიპირებისათვის, მეტასტაზური პროცესების დროს პირველადი კერის განსაზღვრისათვის , ჰორმონონალური სტატუსის და ასევე Hercept Test განსაზღვრისათვის.
3. PD-L1 (Programmed Cell Death Protein 1) - ექსპრესიის განსაზღვრა. რომელიც მნიშვნელოვანია ონკოპაცინტის იმუთერაპიული მკურნალობისათვის.
4. MSI -H (Microsatellite instability) - ოთხი ონკოგენის MSH-6; MSH2; MLH1 და PMS2 მიერ წარმოებული პროტეინის გამოვლენა და სიმსივნის არასტაბილურობის განსაზღვრა. (მნიშვნელოვანია ონკოპაცინეტის იმუთერაპიული მკურნალობისათვის.)
5. ინტრაოპერაციული ექსპრეს მორფოლოგიური კვლევა - მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ღირებულებით, ოპერაციის მიმდინარეობის დროს. ექსპრეს მორფოლოგიური დასკვნა განაპირობებს ქსოვილის ანაპლაზიური ხარისხის განსაზღვრას და გავრცელების დონეს , რაც განაპირობებს ქირურგიული ჩარევის მაშტაბის განსაზღვრას.
- ნახვები:227