ძუძუს დაავადებების პირველადი დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში რამდენიმე მეთოდით ხორციელდება: მამოგრაფია და სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.
ხშირად პაციენტები ინტერესდებიან — რომელი კვლევა ჯობია, როდის უნდა ჩაიტარონ და რა უპირატესობები აქვს თითოეულ მათგანს.
ამ სტატიაში აგიხსნით, რა განსხვავებაა ამ ორი მეთოდს შორის, რომელია საუკეთესო კონკრეტულ შემთხვევებში და რატომ არის ხშირად მათი კომბინაციის გამოყენება საუკეთესო გზა ადრეული დიაგნოზისთვის.
რა არის მამოგრაფია?
მამოგრაფია — მამოგრაფია არის სარძევე ჯირკვლის დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელის დროსაც გამოიყენება რენტგენის სხივები. კვლევის სიზუსტე 95% -ია და უსწრაფეს მეთოდათ ითვლება.
სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკაში მამოგრაფია საერთაშორისო გაიდლაინებით განსაზღვრულია, როგორც კვლევის ოქროს სტანდარტი.
მამოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ სარძევე ჯირკვლის შრეობრივი გამოსახულების სურათი და უფრო დეტალურად დავინახოთ ძუძუს ქსოვილში არსებული ცვლილებები.
რა არის სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა?
სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა არის უსაფრთხო, უვნებელი და უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც იძლევა საშუალებას რეალურ დროში დააკვირდეთ ძუძუს ქსოვილებს სპეციალური ულტრაბგერითი სკანერის დახმარებით. პროცესი ჩვეულებრივ რამდენიმე წუთს გრძელდება და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მომზადებას
მამოგრაფიის უპირატესობები
✅ განსაკუთრებით ეფექტურია 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის.
✅ აფიქსირებს მცირე ზომის მიკროკალციფიკაციებს, რომლებიც შესაძლებელია სიმსივნის ადრეული მანიშნებელი იყოს
✅ რეკომენდირებულია სკრინინგ-კვლევა ყოველ 1-2 წელიწადში.
ულტრაბგერითი გამოკვლევის უპირატესობები
✅ ახალგაზრდა, 40 წლამდე ქალებში უმაღლესი სიზუსტით აჩვენებს კისტებს, ფიბროადენომებს, შემაერთებელ ქსოვილს
✅ არ შეიცავს რადიოაქტიურ გამოსხივებას
✅ უსაფრთხოა ორსულთათვის და ლაქტაციის პერიოდში
✅ ეფექტურია კვანძოვანი წარმონაქმნის ხასიათის (სითხოვანი) დასადგენად
როდის ინიშნება - მამოგრაფია და როდის — ულტრაბგერითი კვლევა ?
კლინიკური მდგომარეობა/ შემთხვევა | რეკომენდირებული კვლევა |
40+ ასაკის ქალის სკრინინგი |
მამოგრაფია |
40 წლამდე ქალის პროფილაქტიკა |
ულტრაბგერითი |
მკვრივი სარძევე ქსოვილი |
ულტრაბგერითი + მამოგრაფია |
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდი |
ულტრაბგერითი |
კვანძის ან მკვრივი წარმონაქმნის პალპაციით გამოვლენა |
ულტრაბგერითი + საჭიროებისამებრ მამოგრაფია |
საეჭვო წარმონაქმნის დასადასტურებლად |
მამოგრაფია + ულტრაბგერითი + ბიოფსია |
მამოგრაფია და ულტრაბგერითი გამოკვლევა ერთმანეთს არ ცვლის — ისინი ავსებენ ერთმანეთს. საუკეთესო შედეგის მისაღებად, კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება კომბინირებული დიაგნოსტიკა.
- ნახვები:212