1. ემოციური ჯაჭვის გაცნობიერება
როდესაც ადამიანი იგებს დიაგნოზს, მის ფსიქიკაში აქტიურდება საფრთხის მდგომარეობა. ეს პროცესი ასე მუშაობს, ჩნდება: აზრი, ემოცია,მოქმედება.
- აზრი: ჩნდება საშიში, ნეგატიური ფიქრები (მაგ: „რა იქნება?“, „როგორ შეიცვლება ჩემი ცხოვრება?“
- ემოცია: ფიქრები იწვევს შიშს, დაძაბულობას და შფოთვას.
- სხეულებრივი რეაქცია: სხეული „იჯერებს“ ამ ემოციას და პასუხობს გულისცემის აჩქარებით, სუნთქვის გახშირებით ან სიმხურვალის შეგრძნებით.
ემოციების მართვა, როგორც არჩევანი
მოქმედება:
- კონკრეტიკა: გაურკვევლობის შიშის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ექიმთან კითხვების დასმა და პროცედურების შინაარსის გაგება.
- ფოკუსირება დღევანდელზე: მომავლის შიშის ნაცვლად, ორიენტირება დღევანდელ დღეზე და რუტინის შენარჩუნება სხეულს ეხმარება სიმშვიდის პოვნაში.
- ინფორმაციის ფილტრაცია: არასასურველი და გადამოწმებული ინფორმაციის მოძიებისგან თავის არიდება გვიცავს ემოციების მოზღვავებისგან.
№1: „ემოცია არ არის ფაქტი“
მიზანი: შფოთვის დეესკალაცია და რეალობასთან დაბრუნება.
- გახსოვდეთ: ემოციები არის ჩვენი რეაქცია გარემოზე და არა თავად რეალობა.
- დააკვირდით სხეულს: თუ გული აგიჩქარდათ ან სუნთქვა გაგიხშირდათ, ეს თქვენი სხეულის პასუხია შიშზე და არა ფიზიკური საფრთხე.
ნაბიჯი: ღრმად ისუნთქეთ და უთხარით საკუთარ თავს: „ეს მხოლოდ ემოციაა, ის გაივლის“.
№2: „კონტროლის დაბრუნება“
მიზანი: გაურკვევლობის შიშის შემცირება.
- იყავით აქტიური: გაურკვევლობა შფოთვას ზრდის. ამის დასაძლევად დასვით კითხვები.
ჰკითხეთ ექიმს: გამოიკითხეთ პროცედურების შინაარსი, მიზანი და ანალიზის პასუხის ვადები.
ჩაერთეთ: გახდით თქვენი მკურნალობისა და კვლევის პროცესის თანამონაწილე, რათა დაიბრუნოთ კონტროლის შეგრძნება საკუთარ ცხოვრებაზე.
№3: „მე არ ვარ დიაგნოზი“
მიზანი: პიროვნული იდენტობის შენარჩუნება.
- გაიაზრეთ: მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენი დაავადება არ განსაზღვრავს თქვენს პიროვნებას. თქვენ არ ხართ დიაგნოზი.
- დრო საკუთარი თავისთვის: ახლა დროა იზრუნოთ როგორც ფიზიკურ სხეულზე, ისე ემოციებზე.
რუტინის ძალა
შეინარჩუნეთ დღის რუტინული გეგმა – ეს ეხმარება თქვენს სხეულს და გონებას სიმშვიდის შენარჩუნებაში.
გზა რეაბილიტაციისკენ: ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო
ნაბიჯი 1: სტატუსის გამიჯვნა და იდენტობის შენარჩუნება
მნიშვნელოვანია პაციენტმა გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ განსაზღვრავს მის პიროვნულ თვისებებს.
- პრინციპი: „მე არ ვარ დიაგნოზი“.
- ქმედება: ჩამოწერეთ თქვენი 3 თვისება ან როლი (მაგალითად: მეგობარი, მშობელი, პროფესიონალი), რომელიც დიაგნოზის მიუხედავად უცვლელი დარჩა.
ნაბიჯი 2: ენერგიის მართვა და მიმღებლობა
მკურნალობა ხშირად მოითხოვს ფიზიკური აქტივობებისგან დროებით თავშეკავებას, რაც იწვევს შიშს, შევძლებთ თუ არა ძველი რიტმის დაბრუნებას.
- პრინციპი: საკუთარ თავზე ზრუნვა ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მხარდაჭერას.
- ქმედება: დააკვირდით და დაეხმარეთ საკუთარ თავს მოცემული პირობების მიღებაში. ნუ ეცდებით ძალების გადამეტებას, მიეცით სხეულს აღდგენის დრო.
ნაბიჯი 3: რუტინის ძალა
ემოციური კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად გადამწყვეტია სტრუქტურირებული დღე.
- პრინციპი: დღის რუტინული გეგმა ეხმარება სხეულსა და გონებას სტაბილურობის განცდაში.
- ქმედება: შეადგინეთ მარტივი დღის გეგმა, რომელიც მოიცავს მცირე აქტივობებს, დასვენებას და სასიამოვნო ემოციურ პაუზებს.
ნაბიჯი 4: სოციალური რეინტეგრაცია
ბევრს აწუხებს კითხვა: „დამხვდება თუ არა ჩემი სამუშაო ადგილი?“ ან „მექნება თუ არა საკმარისი ენერგია?“.
- პრინციპი: მომავლის შიში ბუნებრივია, თუმცა გამოსავალი დღევანდელ დღეზე ფოკუსირებაა.
- ქმედება: ნაცვლად იმისა, რომ იფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება თვეების შემდეგ, ყოველი დღის ბოლოს აღნიშნეთ ერთი მცირე გამარჯვება, რომელიც დღეს მოიპოვეთ
- ნახვები:26













