2025-08-14

გენიტალური მეჭეჭების ლაზეროთერაპიული მკურნალობის შესაძლებლობები და შედეგები

გენიტალური მეჭეჭები, რომლებიც გამოწვეულია პაპილომა ვირუსით (HPV), წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სქესობრივ გზით გადამდებ ინფექციას მსოფლიოში. მათი გამოვლინება ქალებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში, რაც დაკავშირებულია სასქესო ორგანოების ანატომიურ თავისებურებებთან და იმუნური სისტემის რეაქციასთან.

HPV-ის რამდენიმე ტიპი არსებობს, რომელთაგან ზოგი მაღალი ონკოგენურ რისკს წარმოადგენს, ამიტომ პაპილომა ვირუსს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ონკოვირუსს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი გენიტალური მეჭეჭის აღმოჩენისას აუცილებელია დროული და პროფესიონალური შეფასება და მკურნალობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვირუსის ტიპის დადგენას, რადგან მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია HPV-ის ტიპზე და პათოლოგიის სტატუსზე.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თანამედროვე გინეკოლოგიაში HPV-ით გამოწვეული გენიტალური მეჭეჭების მკურნალობის მრავალმხრივი მიდგომებია ხელმისაწვდომი. მკურნალობის მეთოდებს შორის არის

  • ქირურგიული ექსციზია – დაზიანებული ქსოვილების მოცილება.
  • მედიკამენტოზური თერაპია – სხვადასხვა ადგილობრივი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ მეჭეჭების მოსპობას და ვირუსის რეპროდუქციის შეჩერებას.
  • ლაზეროთერაპია – თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მოცილდეს მეჭეჭები მინიმალური ტკივილით და გვერდითი მოვლენების გარეშე.

ლაზეროთერაპიის უპირატესობები

გენიტალური მეჭეჭების  ლაზეროთერაპია დღეს ერთ-ერთი უნივერსალური და მაღალეფექტური  მკურნალობის მეთოდია. მისი ეფექტურობა განპირობებულია იმით, რომ ლაზერის გამოყენებით ლოკალურად ხდება  დაზიანებული ქსოვილის  განადგურდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რეციდივის ალბათობას. ხშირ შემთხვევაში ლაზეროთერაპიული მკურნალობა  კომბინირდება მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, რითაც  უმეტეს  შემთხვევაში დგება სრული რემისია.

პროცედურა უმტკივნეულოა,პაციენტს გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება. ამიტომ მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა.

 

  • ნახვები:44

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები