2025-03-07

ლაქტაციური და არალაქტაციური მასტიტები

ლაქტაციური მასტიტი წარმოადგენს ძუძუში ლოკალურად განვითარებულ ჩირქოვან პროცესს, რომლის მთავარი მიზეზია რძის შეგუბება, სარძევე სადინარების დახშობა და მათი არასრული დაცლა.

ამ პროცესში ხშირად ფიქსირდება დვრილების (ძუძუს თავის) ნახეთქები, რომლებსაც შესაძლოა ჩირქოვანი გამონადენი ჰქონდეთ. აღნიშნული ნახეთქებიდან შესაძლოა დაინფიცირდეს ბაქტერიებით, როგორიცაა: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, კორინებაქტერია. და დაიწყოს ანთებითი პროცესი, რომელიც მასტიტით მთავრდება.

პროცესი ძირითადად ცალმხრივია, თუმცა შესაძლებელია ორ სარძევე ჯირკვალში განვითარდეს.

კლინიკური ნიშნები:

  • ძუძუს ზომის ზრდა,
  • კანის სიწითლე და გასქელება,
  • ტემპერატურის მატება (38-40°C),
  • ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი ლოკალურად სარძევე ჯირკვალში.

არალაქტაციური მასტიტი – ძუძუში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომელიც არ არის დაკავშირებული მშობიარობასა და ძუძუთი წოვების პერიოდთან. ეს დაავადება, როგორც წესი, აღინიშნება ქალებში 30-50 წლის ასაკში, თუმცა უფრო იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს 20 წლამდე ასაკის ქალბატონებშიც.

არალაქტაციური მასტიტი ხასიათდება დაზიანებული ადგილის  იმუნოკომპეტენტური უჯრედების დაგროვებით და ამ პროცესში მონაწილეობენ  მაკროფაგები, ნეიტროფილებ და ლიმფოციტები.

გართულებები: მასტიტის გართულება შეიძლება გამოიწვიოს ლიმფადენიტით, ფლეგმონით, ან სარძევე ჯირკვლის განგრენა.

გრანულომატოზური მასტიტი – ერთ-ერთი სახის არალაქტაციური მასტიტი, რომელიც ხშირად ასოცირდება აუტოიმუნურ დაავადებებთან.

კლინიკური ნიშნები:

  • ძუძუს ზომის ზრდა,
  • კანის სიწითლე,
  • ლოკალური გამკვრივება,
  • კანის გასქელება,
  • მაღალი ტემპერატურა,
  • ძლიერი ტკივილი სარძევე ჯირკვალში.

დიაგნოსტიკა:

  • მამოლოგის კონსულტაცია,
  • ძუძუს ულტრასონოგრაფია,
  • მამოგრაფია,
  • ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგია,
  • ბაქტერიოლოგიური ანალიზი.

მკურნალობა:

  • მედიკამენტური მკურნალობა (ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იმუნომოდულატორები, ჰორმონები),
  • ქირურგიული მკურნალობა (დაზიანებული უბნის ფართო ამოკვეთა).

ამ დაავადებას ახასიათებს რეციდივის მაღალი ალბათობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა, მაგრამ მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა    სწორი  ტაქტიკის შერჩევა.

  • ნახვები:386

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები