2026-01-06

თქვენ მარტო არ ხართ - ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ICO-ში

ონკოლოგიური დიაგნოზი როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. შფოთვა, სტრესი და შიში მკურნალობის  პროცესს  ხშირად ართულებს, ხოლო ემოციური სიმშვიდე მნიშვნელოვანია როგორც მკურნალობის შედეგებისთვის, ისე ყოველდღიური ცხოვრების ხარისხისთვის.

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი (ICO) გამოირჩევა პაციენტზე ფოკუსირებული მიდგომით, რომელიც ემყარება როგორც თანამედროვე მედიცინას, ისე პროფესიონალურ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

 

რატომ არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი?

  • სტრესი - შიში: დიაგნოზის გაგება აჩენს  სტრესსა  და  შიშს  რაც მკურნალობის პროცესსაც ართულებს.
  • ემოციური ბალანსი: ფსიქოლოგი ეხმარება პაციენტსა და ოჯახის წევრებს დაიცვან ემოციური სიმშვიდე.
  • მოტივაცია მკურნალობის პროცესში: ადამიანი უფრო თავდაჯერებულად მიჰყვება ექიმის რეკომენდაციებს, როცა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აქვს.
  • პოსტმკურნალობის ადაპტაცია: შემდგომ ეტაპებზეც, მაგალითად ოპერაციის ან ქიმიოთერაპიის შემდეგ, მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი.

 

ICO-ში ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

ჩვენი მიზანია: პაციენტმა არ იგრძნოს თავი მარტო დაავადებასთან, იყოს ინფორმირებული, დაცული და მხარდაჭერილი. ICO-ში მომსახურება მოიცავს:

  • პერსონალურ კონსულტაციებს — ფსიქოლოგი თანხმდება ინდივიდუალურ საჭიროებებზე
  • გუნდური შეხვედრები, დამხმარე ჯგუფები — პაციენტები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

 

მოკლე რჩევები პაციენტებისთვის

  1. გააზიარე ემოციებ — საუბარი და ემოციების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია.
  2. უსმინეთ თქვენს სხეულს — სტრესის მართვა ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.
  3. არ დარჩეთ მარტო — მოითხოვეთ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ICO-ში, ან სასურველი ჯგუფური შეხვედრები.

 

„თქვენ მარტო არ ხართ. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ICO-ში დაგეხმარებათ მშვიდი ნაბიჯებით გაუმკლავდეთ დაავადებას და შეინარჩუნოთ ემოციური სიმშვიდე.“

  • ნახვები:37

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები