გაინტერესებთ რა დაავადებაა მელანომა? როგორია სტატისტიკა? ვინ არის მაღალი რისკის ქვეშ, როგორ ხდება დიაგნოსტირება და მკურნალობა. არსებობს თუ არა პრევენცია და რა მნიშვნელობა აქვს მონიტორინგს ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ონკოქირურგი ნათია მამადაშვილი.
- რა არის მელანომა?
კანის მელანომა არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება მელანოციტებიდან.
მელანომაზე მოდის კანის ყველა ავთვისებიანი წარმონაქმნის დაახლოებით 5% და ყველაზე ხშირად აღენიშნება მზიანი ქვეყნების თეთრ მოსახლეობას.
- როგორია სტატისტიკა?
მელანომა კანის კიბოს 5%-ს მოიცავს და შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ყველაზე მაღალი გავრცელებაა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ახალგაზრდებში ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ხოლო ხანდაზმულებში—მამაკაცებში.
- რა არის გამომწვევი მიზეზი ?
მთავარი ფაქტორებია UV გამოსხივება, ღია კანის ტიპი და გენეტიკური მიდრეკილება.
კანის მელანომის ყველა ცნობილი ეტიოლოგიური ფაქტორი იყოფა ეგზოგენურად და ენდოგენურად.
ეგზოგენური ფაქტორები: ულტრაიისფერი გამოსხივება (UV): მზეზე ხანგრძლივი და ინტენსიური ზემოქმედება, განსაკუთრებით ბავშვობაში მიღებული დამწვრობა, ზრდის მელანომის რისკს.
პერიოდული, ინტენსიური UV გამოსხივება (“არდადეგების მზის დაზიანება”) განსაკუთრებით სარისკოა. სოლარიუმი: ხელოვნური UV გამოსხივების ხშირი გამოყენება მელანომის
განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის. გეოგრაფიული მდებარეობა და გარემო პირობები
მზის გამოსხივების ინტენსივობა იზრდება ეკვატორის სიახლოვეს და მაღალმთიან რაიონებში.
მზიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანები (მაგ., ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა) მელანომის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
- შესაძლებელია თუ არა მედიკამენტი ან კოსმეტიკური საშუალება იყოს მაპროვოცირებელი?
გარკვეული მედიკამენტები ან კოსმეტიკა, რომლებიც მზის ზემოქმედებისას ტოქსიკურ რეაქციას იწვევს, ზრდის კანის დაზიანების რისკს.
- ვინ არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ?
ქიმიური საწარმოების თანამშრომლებს აქვთ გაზრდილი რისკი ტოქსიკურ ნივთიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტის გამო. UV-სგან არასათანადო დაცვა (მინიმალური ტანსაცმელი ან დამცავი საშუალებების არქონა) ზრდის რისკს. მზისგან დამცავი საშუალებების არასწორი გამოყენება: არასათანადოდ გამოყენებული კრემები (მაგ., მხოლოდ დაბალი SPF ან არასწორ დროს. გარეთ სამუშაო პირობები, რომლებიც მზის ძლიერი გამოსხივების ქვეშ მიმდინარეობს (მაგ., მებაღეობა, თევზჭერა). ატმოსფერული დაბინძურება და ოზონის შრის დაზიანება ზრდის UV გამოსხივების ინტენსივობას.
- აქვს თუ არა გენეტიკურ ფონს მნიშვნელობა?
თუ მელანომა ოჯახის ახლო წევრებში გვხვდება, რისკი საგრძნობლად იზრდება.CDKN2A (p16) და CDK4 გენების მუტაციები ხშირად ასოცირებულია მელანომის განვითარებასთან.
MITF და BRAF მუტაციები დაკავშირებულია მელანოციტების ფუნქციის დარღვევასთან.
- აქვს თუ არა მნიშვნელობა კანის ტიპს?
ფიცხლად დაწვისკენ მიდრეკილი კანი (I და II ტიპი ფიცპატრიკის კლასიფიკაციით).კანის ღია ფერი, ქერა ან წითური თმა, ცისფერი ან მწვანე თვალები. ხალების რაოდენობა და ხარისხი: ბევრი ჩვეულებრივი ხალი (>50). დისპლაზიური (ატიპიური) ხალები. გენერალური პიგმენტაცია: ალბინიზმი ან ჰიპომელანოზი ზრდის UV დაზიანების რისკს. იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (მაგ., ორგანოების გადანერგვის შემდეგ).თანმხლები დაავადებები, რომლებიც ასუსტებენ ორგანიზმის თავდაცვას (მაგ.,შიდსი).
- რა ასაკში გვხვდება ყველაზე ხშირად ?
მელანომა უფრო ხშირია მოზრდილ ასაკში, თუმცა ახალგაზრდებშიც აღინიშნება (განსაკუთრებით, 25-50 წლის დიაპაზონში).
- ქალბატონებში უფრო ხშირია თუ მამაკაცებში?
ახალგაზრდებში მელანომა უფრო ხშირია ქალებში, ხოლო ხანდაზმულ ასაკში — მამაკაცებში.
- რა მნიშვნელობა აქვს ჰორმონალურ ფაქტორებს?
ორსულობა, მენოპაუზა და ჰორმონალური თერაპია უარყოფით გავლენას ახდენს მელანომის განვითარებაზე.
- როგორია კლინიკური სურათი?
გამოყოფენ მელანომის 3ძირითად ტიპს: ზედაპირულად გავრცელებული მელანომა: ყველაზე ხშირი ფორმაა (70-75%). ვითარდება ნევუსებიდან, ახასიათებს ხანგრძლივი ზრდა (რამდენიმე წლის მანძილზე) შემდგომი სწრაფი ტრანსფორმაციით. უფრო ხშირია შუახნის ადამიანებში. განლაგება - მამაკაცებში ზურგზე, ქალებში წვივებზე.სიმსივნეს აქვს მცირე ზომები, უსწორმასწორო ფორმა და კიდეები.უფრო ხშირად აღინიშნება ყავისფერი და მუქი ყავისფერი მელანომები უმნიშვნელო მოლურჯო ჩანართებით. შესაძლებელია სიმსივნის როგორც ვერტიკალური ისე ჰორიზონტალური ზრდა. ასეთ მელანომას დაწყლულებისა და სისხლდენის ტენდენცია აქვს. პროგნოზი როგორც წესი სასიკეთოა. კვანძოვანი(ნოდულური) მელანომა აღინიშნება 15-30% ში და არის უფრო აგრესიული ფორმა. გვხვდება უმეტესად ხანდაზმულებში.ამ ტიპის მელანომები სწრაფად იზრდება(ვერტიკალურია). კვანძოვანი მელანომების დაახლოებით 5%ს არ აქვს პიგმენტი. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
ლენტიგო-მელანომა(მელანომური ჭორფლი,ავთვისებიანი ლენტიგო) გვხვდება შემთხვევათა 4-10%ში. ვითარდება 70წელს ზემოთ ასაკში.კანზე ჩნდება კვანძები მუქი ლურჯი,მუქი ყავისფერი ან ღია ყავისფერი ლაქების სახით. დიამეტრით 1,5-3მმ.უფრო ხშირად ზიანდება სახე კისერი და სხეულის სხვა ღია უბნები. ეს მელანომები შეიძლება განვითარდეს მელანოზური ჭორფლისგან. პროგნოზი სასიკეთოა ფრჩხილქვეშა მელანომები შეიძლება მიმდინარეობდეს პარონოქიების,თითების ჩირქოვანი დაზიანებების ნიღბით ლორწოვანი გარსების მელანომები:შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის ან უფერული.ლოკალიზდება კონიუქტივაში,პირის ან ცხვირის ღრუში,საშოში ან სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში კანის მელანომა სხვადასხვა სიდიდის, ფორმის,ზედაპირის, კონსისტენციისა და შეფერილობისაა. სიმსივნე შეიძლება იყოს მცირე ზომის, ადრეულ სტადიებზე სიმსივნის დიამეტრი 1-2სმ-ს არ აღემატება, გვიან სტადიებზე შესაძლებელია იყოს მსხვილი.
- როგორ ხდება სიმსივნური კვანძების წარმოქმნა?
მელანომა შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ბრტყელი პიგმენტური ლაქა, ჰქონდეს სოკოსებრი ფორმა, იყოს ფეხზე ან ფართო უძეზე. მისი ზედაპირი შეიძლება იყოს გლუვი, ბზინვარე სარკისებრიც კი. მოგვიანებით ჩნდება წვრილი წყლულები და სისხლდენა მცირე ტრავმის დროს.
- როგორია მალიგნიზაციის ყველაზე ადრეული და არასასიკეთო ნიშნები?
- ნევუსის ზრდა სიბრტყეზე
- ასიმეტრიული კიდეები
- ნევუსის ზედაპირის აქერცვლა
- შეფერილობის ცვლილება
- ქავილი და წვა
- “ABCD”-ავთვისებიანობის წესი
- A (asymmetry) - ასიმეტრია (ერთი მხარე არ გავსს მეორეს)
- B (border irregularity) - უსწორმასწორო კიდე
- C (color) - ფერი (სხვა წარმონაქმნებთან შედარებით გაცილებით
- მუქია სხვადასხვა ფერის ჩანართებით)
- D (diameter) - დიამეტრი 6მმ-ზე მეტი
- როგორ განისაზღვრება სტადირება?
0 სტადია (In Situ) სიმსივნე მდებარეობს მხოლოდ ეპიდერმისში (კანის ზედა შრეში).მეტასტაზები არ არსებობს. პროგნოზი: 100%-იანი განკურნება ადრეული ჩარევით.
I სტადია (ადრეული ინვაზიური მელანომა) სიმსივნის სიღრმე: IA: ≤1 მმ სიღრმის მელანომა, რომელსაც არ აქვს წყლულები. IB: 1-2 მმ სიღრმის მელანომა, ან ≤1 მმ სიღრმის წყლულოვანი მელანომა.მეტასტაზები არ არსებობს. პროგნოზი: ძალიან მაღალი განკურნების შანსი
II სტადია (ლოკალურად გავრცელებული მელანომა)
სიმსივნის სიღრმე: IIA: 1-2 მმ სიღრმე წყლულით ან 2-4 მმ წყლულის გარეშე.
IIB: 2-4 მმ სიღრმე წყლულით ან >4 მმ წყლულის გარეშე. IIC: >4 მმ სიღრმე წყლულით. ლიმფური კვანძები და მეტასტაზები არ არის დაზიანებული. პროგნოზი: დამოკიდებულია სიღრმესა და წყლულის არსებობაზე.
III სტადია (რეგიონალური გავრცელება) სიმსივნე ვრცელდება ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში ან კანის ახლომდებარე უბნებზე. წყლულების არსებობა ხშირად აღინიშნება. პროგნოზი: სტადიის მიხედვით განსხვავებულია, მკურნალობა ხშირად მოიცავს ქირურგიას, იმუნოთერაპიას ან მიზნობრივ თერაპიას.
IV სტადია (მეტასტაზური მელანომა) სიმსივნე გავრცელებულია შორეულ ორგანოებში (მაგ., ფილტვები, ღვიძლი, ტვინი) ან შორეულ კანზე. სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, სხეულის მასის დაკარგვა, მეტასტაზებისგან გამოწვეული ორგანოების ფუნქციის დარღვევა. პროგნოზი: დამოკიდებულია მეტასტაზების ლოკალიზაციაზე და ორგანიზმის რეაქციაზე მკურნალობაზე ყველაზე მეტი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს მელანომის შემდეგ თვისებებს:
- კანის სურათის გაქრობა ნევუსის ზედაპირზე
- ნევუსის ბზინვარე,პრიალა ზედაპირის ფორმირება
- ნევუსის ჰორიზონტალურ ზრდას
- ნევუსის თავზე ეპიდერმისის დაწყლულებას
- ნევუსის ზედაპირის დასველებას,სისხლდენას
დიაგნოსტიკა:
ანამნეზი: ხალის ზომის, ფერის ფორმის ცვლილებები.
ქავილი, სისხლდენა, ან ხალის ტკივილი.
მელანომის ან კანის კიბოს ოჯახური ისტორია.
ABCDE კრიტერიუმები (ხალის შეფასების ძირითადი მეთოდი)
- როგორ ხდება დიაგნოსტირება?
დერმატოსკოპია საშუალეებას იძლევა ხალი მიკროსკოპულ დონეზე შეფასდეს.
ექიმი აფასებს პიგმენტური ლაქების სტრუქტურას,ფერს, საზღვრებს და სისხლძარღვოვან ცვლილებებს. თუ ხალისი ან ლაქა საეჭვოა, სრულდება კანის ბიოფსია. ინციზიური ან ექსციზიური ბიოფსია: დაზიანებული უბნის სრული ან ნაწილობრივი მოცილება. ბიოფსიის ნიმუშის ჰისტოლოგიური კვლევა მელანომის დადასტურების ოქროს სტანდარტია. ლაბორატორიული და იმუნოჰისტოქიმიური კვლევები S-100, HMB-45, და Melan-A: მარკერები, რომლებიც მელანომის დიაგნოსტიკაში გამოიყენება. BRAF მუტაციის ტესტი: გამოიყენება გენეტიკური მუტაციების დასადგენად, რაც სამკურნალო მეთოდის შერჩევისთვის მნიშვნელოვანია.
- როგორია მკურნალობა?
მკურნალობა ლოკალური დაზიანების დროს: ადგილობრივი ექსციზია : აუცილებელია პირველადი ქსოვილის ვრცელი ამოკვეთა ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში. რეკომენდებული არ არის შერჩევითი ლიმფადენექტომიის რუტინული შესრულება. ლოკალურ-რეგიონული დაზიანებების მკურნალობა: რეგიონული ლიმფური კვანძების დაზიანების დროს ყველა პაციენტს უტარდება
- რადიკალური ლიმფოდისექცია
- იმუნოთერაპია
- მიზნობრივი თერაპია
- ქიმიოთერაპია
- რადიოთერაპია
- ადიუვანტური და ნეოადიუვანტური თერაპია
- ექსპერიმენტული მეთოდები
- მონიტორინგი და შემდგომი მოვლა
- საჭიროა თუ არა მონიტორინგი?
მონიტორინგის ჩატარება რეკომენდებულია ყოველ 3
თვეში ერთხელ პირველი 2 წლის განმავლობაში და
შემდეგ ყოველ 6-12 თვეში ერთხელ
- არსებობს თუ არა პრევენცია?
აუცილებელია გამოვლინდეს კანის კიბოსა და მელანომის განვითარების მომატებული რისკის მქონე პირები, რომლებისთვისაც რეკომენდებულია:
მზეზე ყოფნის შეზღუდვა,მზისგან დამცავი საცხის გამოყენება
პიგმენტური ლაქების დაცვა ტრავმებისგან
ნევუსების მოცილება ტრავმასაშიშ ზონებში(ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეხების დროს) ნევუსებზე დაკვირვება რომლებიც არის ფეხისგულებზე, ტერფებზე,ფრჩხილის ბალიშებზ
- ნახვები:103