2025-09-23

ნაწლავური პოლიპები

რა არის ნაწლავური პოლიპები, რატომ ჩნდება, როგორია დიაგნოსტიკა და მკურნალობა ამ თემაზე გვესაუბრება კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი ენდოსკოპისტი თეიმურაზ სამადაშვილი.

რა არის პოლიპები და რატომ ჩნდება?

ნაწლავური პოლიპები არის ლორწოვან გარსზე წარმოქმნილი

კეთილთვისებიანი წანაზარდები, რომლებიც დროთა განმავლობაში

შესაძლოა გადაიქცეს ავთვისებიან წარმონაქმნები კიბოდ. მათი

გაჩენის ზუსტი მიზეზი არ არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე

ძირითადი რისკფაქტორი და გამომწვევი მიზეზი:

მთავარი გამომწვევი ფაქტორები:

1) გენეტიკური მიდრეკილება - თუ ოჯახის წევრებს ჰქონდა

პოლიპები ან კოლორექტული კიბო, რისკი იზრდება.

2) კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთება - მაგალითად კოლიტი.

3) კვებითი ფაქტორები

- ცხოველური ცხიმებითა და წითელი ხორცით მდიდარი კვება

- ბოჭკოების ნაკლებობა (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული)

- გადაუმუშავებელი საკვების (ძეხვი, შებოლილი პროდუქტები)

ხშირი მოხმარება.

4) ცხოვრების წესი

- პასიური ცხოვრების წესი

- ჭარბი წონა და სიმსუქნე

- მოწევა და ალკოჰოლი

5) ასაკი - 45-50 წლის შემდეგ პოლიპების განვითარების ალბათობა მკვეთრად იზრდება.

6) გენეტიკური ოჯახური პოლიპოზი.

მნიშვნელოვანია რომ პოლიპები სიმპტომებს არ იძლევა და შემთხვევით ნახულობენ კოლონოსკოპიის დროს. სწორედ ამიტომ, 45 წლის შემდეგ რეგულარული სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია და აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა ენდოსკოპიურად მისი მოცილება, (პოლიპექტომია).

რა არის ენდოსკოპიური პოლიპექტომია?

ენდოსკოპიური პოლიპექტომია არის სამკურნალო პროცედურა, რომლის დროსაც კუჭ-ნაწლავში აღმოჩენილი პოლიპი ენდოსკოპის (ვიდეოგასტროსკოპის, ვიდეოკოლონოსკოპის) საშუალებით მთლიანად იჭრება.

როგორ ტარდება პოლიპექტომია?

პაციენტს უტარდება ენდოსკოპია (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია). პოლიპის აღმოჩენის შემთხვევაში ენდოსკოპის საბიოფსიო არხში ტარდება სპეციალური ინსტრუმენტი, პოლიპის მოსაკვეთი მარყუჟი და ელექტროკოაგულაციით ხდება მისი მოცილება. მოკვეთილი პოლიპი იგზავნება ლაბორატორიაში ჰისტოლოგიური კვლევისათვის, რათა გაირკვეს მისი უჯრედული სტრუქტურა, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.

რა უპირატესობები აქვს ენდოსკოპიურ ჩარევას?

ქირურგიულ ოპერაციას არ საჭიროებს. ტარდება მსუბუქი სედაციით. სწრაფი რეაბილიტაცია. პოლიპის დროული მოცილებით მნიშვნელოვნად მცირდება კოლორეტალური კიბოს განვითარების რისკი.

რა რისკები და გართულებები არსებობს?

პოლიპექტომიის შემდგომი სისხლდენა ნაწლავის კედლის პერფორაცია (გახვრეტა) ენდოსკოპიური პოლიპექტომია დღევანდელ გასტროენტეროლოგიაში ითვლება ‘’ოქროს სტანდარტად’’ პოლიპების მკურნალობაში.

  • ნახვები:430

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები