2025-12-18

რა არის ენდოსკოპიური პოლიპექტომია?

ენდოსკოპიური პოლიპექტომია — ეს არის თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომლის მთავარი მიზანია კუჭისა და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან პოტენციურად საშიში წარმონაქმნებისპოლიპებისამოღება.

ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, დაზიანების მინიმუმით, ოპერაციული ჭრილის გარეშე, სპეციალური ვიდეოენდოსკოპის დახმარებით შევიდეთ ორგანოს ღრუში, დავათვალიეროთ ლორწოვანი გარსი და საჭიროების შემთხვევაში, მოვახდინოთ პოლიპის ელექტროქირურგიული ამოჭრა.

რატომ ჩნდება პოლიპები?

ზუსტად დადგენილი მიზეზები, თუ რატომ ვითარდება პოლიპები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუმცა, ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზრდის მათი გაჩენის რისკს:

  •  კანცეროგენული და დაუბალანსებელი კვება
  • მავნე ჩვევები (მოწევა, ალკოჰოლი)
  • ჭარბი წონა
  • მჯდომარე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
  • ბოჭკოვანი საკვების დეფიციტი რაციონში

ყველა ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე, არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და ხელს უწყობს არასასურველი წარმონაქმნების განვითარებას.

როგორ ტარდება პროცედურა?

ენდოსკოპიური პოლიპექტომია სრულდება ინტრავენური სედაციის (ანესთეზიის) ქვეშ, რაც უზრუნველყოფს, რომ პაციენტს პროცედურის დროს არ ჰქონდეს დისკომფორტი.

პროცედურისთვის გამოიყენება:

  •  ვიდეოგასტროსკოპი — კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დასათვალიერებლად
  • ვიდეოკოლონოსკოპი — მსხვილი ნაწლავის შესასწავლად

სპეციალური მოწყობილობით, პოლიპის ფეხი  ან ფუძე ელექტრულ მარყუჟში  ექცევა და ელექტროკოაგულაციით ჭრება, რაც ერთდროულად აჩერებს სისხლდენას.

ამოღებული მასალა იგზავნება ჰისტოლოგიური კვლევისთვის, რათა განისაზღვროს წარმონაქმნის სახეობა და გამორიცხოს ან დაადასტუროს სიმსივნური ცვლილებები.

რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიპების დროული მოცილება?

პოლიპების უმეტესობა კეთილთვისებიანია და არ იწვევს სიმპტომებს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიქცეს კიბოსწინარე ან სიმსივნურ წარმონაქმნად.

📌 სწორედ ამიტომ, მათი აღმოჩენისთანავე მოცილება მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალი გართულებებისა და ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს.

ენდოსკოპიური პოლიპექტომიის უპირატესობები:

მინიმალური ტრამვა

ოპერაციული ჭრილის გარეშე

სწრაფი აღდგენის პერიოდი

ერთდროულად დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პაციენტისთვის უმტკივნეულო პროცესი

  • ნახვები:35

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები