ჩვენება, შედეგი, სახელმწიფო დაფინანსება და რეაბილიტაცია “კოი სამედიცინო ჰაბში”- ინტერვიუ ქირურგ გიორგი ნიკოლიშვილთან
დღეს მსოფლიოში ჭარბი წონა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე სამედიცინო გამოწვევად რჩება. როდესაც დიეტოთერაპია და ფიზიკური აქტივობა სასურველ შედეგს ვერ იძლევა, თანამედროვე მედიცინა პაციენტებს პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტურ გზას - ბარიატრიულ ქირურგიას სთავაზობს.
რა ჩვენებები არსებობს ოპერაციული ჩარევისთვის, როგორია რეაბილიტაციის პროცესი და რა პირობებს სთავაზობს პაციენტებს ,,კოი-სამედიცინო ჰაბი“ ? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე კლინიკის წამყვანი ქირურგი გიორგი ნიკოლიშვილი პასუხობს.
- სიმსუქნე, როგორც დაავადება, როდის უნდა მივიდეთ ქირურგთან?
სიმსუქნე კომპლექსური დაავადებაა, რომელიც სხეულში დიდი რაოდენობით ცხიმის დაგროვებით ხასიათდება. ის სერიოზულ სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს და ზრდის ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია,ძილის აპნოე და ზოგიერთი სახის სიმსივნური დაავადება.
პაციენტმა ქირურგს უნდა მიმართოს მაშინ, როდესაც აღენიშნება პათოლოგიური სიმსუქნე, რომლის დიეტოთერაპიითა და ფიზიკური აქტივობით კორექცია შეუძლებელია, ან როდესაც სიმსუქნეს თან ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი ასოცირებული დაავადებები.
- რა სახის ბარიატრიულ (წონის კორექციის ინვაზიურ მეთოდებს) მეთოდებს გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა?
პათოლოგიური სიმსუქნის კორექციისთვის არსებობს რესტრიქციული და რესტრიქციულ-მალაბსორბციული ოპერაციები:
- კუჭის ვერტიკალური რეზექცია (Sleeve Gastrectomy)
- გასტროშუნტირება (Gastric By-pass)
- მინი გასტროშუნტირება (Mini Gastric By-pass)
ოპერაციის ტიპის განსაზღვრა კომბინირებულად ხდება ბარიატრიული ქირურგისა და ენდოკრინოლოგის მიერ: პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, სხეულის მასის ინდექსის, თანმხლები დაავადებებისა და ლაბორატორიული ანალიზების გათვალისწინებით.
- რა წარმოადგენს ბარიატრიული ქირურგიული ჩარევის პირდაპირ ჩვენებას?
ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების პირდაპირი ჩვენებაა სხეულის მასის ინდექსი (BMI), რომელიც აღემატება 41 მაჩვენებელს. ასევე შემთხვევები, როდესაც BMI ტოლია ან აღემატება 35-ს და პაციენტს ამავდროულად აღენიშნება კომორბიდული (თანმხლები) ერთ-ერთი დაავადება: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, ძილის აპნოე და ა.შ.
- რომელი ოპერაციები ტარდება კოი სამედიცინო ჰაბში?
კოი-სამედიცინო ჰაბში დიდი წარმატებით ტარდება როგორც რესტრიქციული, ისე რესტრიქციულ-მალაბსორბციული ოპერაციები: კუჭის ვერტიკალური რეზექცია (Sleeve Gastrectomy), გასტროშუნტირება (Gastric By-pass) და მინი გასტროშუნტირება (Mini Gastric By-pass). ამ ჩარევების შედეგად მიიღწევა წონის მნიშვნელოვანი კლება, თუმცა ოპერაციული მკურნალობის მეთოდი თითოეული პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეირჩევა.
- როგორ ხდება პაციენტის მომზადება ოპერაციისთვის?
ბარიატრიული პაციენტის მომზადების პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე აერთიანებს სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც უახლესი კლინიკო-ლაბორატორიული ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფენ თქვენი მკურნალობის უსაფრთხო პროცესს.
- როგორია პოსტოპერაციული რეაბილიტაცია და რეკომენდაციები კვებასთან მიმართებაში?
ვინაიდან ბარიატრიული ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება, პაციენტის ფიზიკური გააქტიურება შესაძლებელია ოპერაციიდან რამოდენიმე საათში.
რაც შეეხება კვებას: პირველ ეტაპზე თხევადი საკვები და სითხეები ინიშნება მცირე ულუფებით, ხოლო 5–6 კვირის შემდეგ პაციენტი ეტაპობრივად უბრუნდება ჩვეულ კვებას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვების შუალედებში სითხეების მიღებასაც.
- როდის დგება შედეგი და რამდენად შენარჩუნებადია ის?
ბარიატრიული ოპერაცია სიმსუქნის მკურნალობის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური მეთოდია. ოპერაციის შემდეგ პაციენტებს ეცვლებათ როგორც გემოვნება, ისე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის დონე. წონის კლება არ არის მოკლევადიანი, შედეგი სიცოცხლის ბოლომდე ნარჩუნდება.
პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს:
როგორც წესი, პაციენტი იკლებს წონის 80%-ს. აქედან 50%-ის კლება ხდება პირველი ოთხი თვის განმავლობაში (სწრაფი კლების ფაზა), ხოლო დარჩენილ 50%-ს იკლებს ერთი წლის მანძილზე, ეტაპობრივი კლების გზით. საბოლოო შედეგის მიღწევა დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხდება.
წონის კლება აღინიშნება პაციენტების 100%-ში, ხოლო მთელი ცხოვრების განმავლობაში შედეგის შენარჩუნებას ქალების 85% და მამაკაცების 95% ახერხებს.
- მოქმედებს თუ არა თანადაფინანსება კოი-სამედიცინო ჰაბში?
დიახ, ჩვენს კლინიკაში მოქმედებს სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პაციენტი სახელმწიფოს მიერ თანაგადახდით ფინანსდება.
პროფესიონალიზმი, რომელსაც ენდობით.
“კოი სამედიცინო ჰაბი” თქვენი ჯანმრთელობისთვის.
- ნახვები:20













