2026-08-11

ლიმფომა — რა უნდა ვიცოდეთ?

რა სიმპტომებით ვლინდება ლიმფომა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ამ თემაზე გვესაუბრება „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“ ონკოჰემატოლოგი თამარ გერსამია. 

 

რა არის ლიმფომა?

ლიმფომა სისხლმბადი და ლიმფური სისტემის სიმსივნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს და სისხლმბად ორგანოებს.

პირობითად, ის ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:

 

  • ჰოჯკინის ლიმფომა
  • არაჰოჯკინის ლიმფომა (რომელიც მრავალ სხვადასხვა ქვესახეობას აერთიანებს)

 

სიტყვა „ლიმფომა“ პაციენტებში  იწვევს შიშის გრძნობას თუმცა, თანამედროვე მედიცინის მიღწევებიდან გამომდინარე შესაძლებელია აღნიშნული დაავადების მართვა (რემისია/გამოჯანმრთელება).

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

თუ შეამჩნიეთ:

  • გადიდებული ლიმფური კვანძი
  • ღამის ოფლიანობა
  •  უმიზეზო ტემპერატურის მატება
  • გაუგებარი დაღლილობა
  •  ან წონის კლება.

 

როგორ ვებრძვით ამ დაავადებას?

თანამედროვე ჰემატოლოგია იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა:  

 

  • ქიმიოთერაპია
  • იმუნოთერაპია
  • ჰორმონოთერაპია
  • ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია

 

ჩვენი კლინიკის გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული პროტოკოლების შესაბამისად.

ლიმფომა განაჩენი არ არის!!!

თანამედროვე მედიცინა ამ დაავადებას ეფექტურად ებრძვის.

  • ნახვები:22

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები