2026-10-13

საქართველოს ნეიროქირურგიული საზოგადოების II საერთაშორისო კონგრესი

25–26 სექტემბერს, სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც ნეიროქირურგიის სფეროს წამყვანი სპეციალისტები გააერთიანა.

ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პროფესიული დისკუსიები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონგრესზე მოხსენებებით წარდგნენ გამოჩენილი სპიკერები საქართველოდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან — მათ შორის პროფესორი -  ჰასან კამილ სუჯუ, პროფესორი -  მარიო განაუ, დოქტორი -  ფელიქს გოჰრე.

 კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი -კოი სამედიცინო ჰაბი გახლდათ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ერთ-ერთი ოფიციალური სპონსორი, რადგან ჩვენი კლინიკა ყოველთვის აქტიურად არის ჩართული და მხარს უჭერს ასეთი მასშტაბის სამეცნიერო-პრაქტიკულ აქტივობებს.

 

კონგრესში აქტიურად მონაწილეობდა “კოი-სამედიცინო ჰაბის” ნეიროქირურგიული განყოფილება.

ღონისძიების ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი — გოგი მაღალაშვილი, რომელმაც კოლეგებს საკუთარი გამოცდილება და პროფესიული ხედვა გაუზიარა.

მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს და კონგრესის თითოეულ მონაწილეს ნეიროქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!

ჩვენ გვჯერა, რომ მედიცინის განვითარების საფუძველი ცოდნის გაზიარება და ინოვაციების დანერგვაა !!!

 

  • ნახვები:8

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები