ოქტომბერი მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე, ეს კამპანია მიმართულია საზოგადოების ინფორმირებისა და ქალების მხარდაჭერისკენ, რადგან ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალებში.
ძუძუს კიბოს ცნობიერების თვე პირველად 1985 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა. კამპანიის წამოწყება უკავშირდება ამერიკის კიბოს საზოგადოებასა (American Cancer Society) და ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს, რომლის მიზანი იყო ქალებში ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის ხაზგასმა.
1991 წელს ნიუ-იორკში გამართულ მორათონში მონაწილეებს ძუძუს კიბოს თემაზე პირველად დაურიგდათ ვარდისფერი ლენტები. სწორედ მას შემდეგ გახდა ვარდისფერი ლენტი საერთაშორისო სიმბოლო იმ ქალების მიმართ სოლიდარობისა, რომლებიც ამ დაავადებას ებრძვიან.
ექიმები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რეგულარული სკრინინგი და თვითშემოწმება უმნიშვნელოვანესია. საზოგადოებრივი კამპანიები ამცირებს სტიგმას, რომელიც ხშირად თან სდევს ონკოლოგიურ დიაგნოზს.ვარდისფერი ოქტომბერი აერთიანებს ქალებს — მეტი სიცოცხლის გადასარჩენად.ის არა მხოლოდ ინფორმირების თვეა, არამედ სოლიდარობის, მხარდაჭერისა და იმედის სიმბოლო.
- ნახვები:15