„კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი“ აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო ენდოსკოპიური აპარატით Olympus Evis Exera 3, რომელიც გამოირჩევა მაღალი დიაგნოსტიკური ხარისხით და ეფექტურს ხდის პათოლოგიების აღმოჩენას. აპარატის უმაღლესი ხარისხის გამოსახულება საშუალებას გვაძლევს დეტალურად ვიხილოთ ქსოვილები და პათოლოგიები, რაც მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკისთვის. მისი მოწინავე ტექნოლოგიები და ვიზუალიზაციის უნარები იდეალურ პირობებს ქმნის, როგორც მცირე ინვაზიური ჩარევებისთვის, ასევე რთული ენდოსკოპიური ოპერაციებისთვის. Olympus Evis Exera 3 საშუალებას გვაძლევს, ჩავატაროთ პროცედურები და მცირე ოპერაციები მაღალი სიზუსტით და მინიმალური ინვაზიურობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტის ჯანმრთელობას და კომფორტს.
- ნახვები:110