2024-11-27

"კლინიკური ონკოლოგიის ისნტიტუტის" ქირურგიული განყოფილება

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ქირურგიული დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითა და ოპტიმალურად ორგანიზებული ინფრასტრუქტურით, რაც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

საოპერაციო ბლოკი და ინფრასტრუქტურა

დეპარტამენტში სამი სრულად აღჭურვილი, ოპტიმიზებული საოპერაციო ბლოკი ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ქირურგიული ჩარევის მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. მკაცრად კონტროლდება შიდა და გარე ხარისხის სტანდარტები, ხოლო ინფექციების პრევენციისთვის საოპერაციო ოთახები დაყოფილია სტერილურ, ნახევრად სტერილურ და არასტერილურ ზონებად.

პოსტოპერაციული განყოფილება

პოსტოპერაციულ განყოფილებაში ხორციელდება პაციენტის ოპერაციის შემდგომი უწყვეტი მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ და უსაფრთხო გამოჯანმრთელებას.

რეანიმაციული ბლოკი

რეანიმაციული ბლოკი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, სპეციალიზებულ სივრცეს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და უზრუნველყოფს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის დროულ და პროფესიონალურ დახმარებას.

პალატები

  • ინდივიდუალური პალატები: პაციენტის უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.
  • ბოქსირებული პალატები: ინფექციის პრევენციისთვის და იზოლაციის პირობების შესაქმნელად.
  • მრავალსაწოლიანი პალატები: სტანდარტული ინტენსიური მონიტორინგისთვის და პაციენტთა ეფექტური მოვლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი ინფრასტრუქტურა და მიდგომები საშუალებას გვაძლევს, პაციენტებს მაღალი ხარისხის და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ.

  • ნახვები:74

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები