ჩვენი კლინიკის ექიმები მედიცინის დოქტორი დინა ქურდიანი და ირაკლი ჟვანია მიწვევით იმყოფებოდნენ გინეკოლოგიისა და მეანობის მე-13 საერთაშორისო კონგრესზე (ICGO-2026), რომელიც 15–17 სექტემბერს იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართა.
ICGO 2012 წლიდან დღემდე წამოადგენს აღნიშნული დარგის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო პლატფორმას, რომელმაც წლების განმავლობაში 50-ზე მეტი ქვეყნის 2 000-მდე წამყვანი სპეციალისტი გააერთიანა.
კონგრესის ფარგლებში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი - დინა ქურდიანი წარდგა სპიკერის სტატუსით და წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: "Pre- and Postoperative Evaluation, Morbidity, and Postoperative Outcome of Elderly Gynecological Cancer Patients" (ხანდაზმული გინეკოლოგიური ონკოლოგიური პაციენტების პრე და პოსტოპერაციული შეფასება, ოპერაციული ავადობა და პოსტოპერაციული გამოსავლები).
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოხსენება შემდგომში გამოქვეყნდა იაპონიის ერთ-ერთ პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში.
ვულოცავთ ქალბატონ დინა ქურდიანს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევას!
ჩვენი გუნდი აგრძელებს უწყვეტ განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების დანერგავს პაციენტების საუკეთესო მკურნალობისთვის.
- ნახვები:88












