2026-10-15

ორი სამედიცინო ლიდერი გაერთიანდა!

მოხარული ვართ გაგიზიაროთ სტრატეგიული მნიშვნელობის სიახლე: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის" მფლობელობაში გადავიდა. გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა AACI აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისი ✨ახალი სამედიცინო ჰაბი.

ამ ორი ძლიერი პლატფორმის გაერთიანებით იქმნება უახლესი ევროპული სტანდარტების მულტიპროფილური სამედიცინო ჰაბი, სადაც პაცინტებისთვის მაღალტექნოლოგიური ონკოლოგიური მედიცინა და მრავალფუნქციური საავადმყოფოს სრული სპექტრი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.

 

გაერთიანებული ჰაბი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

✅ სრულ მულტიპროფილურ (ონკოქირურგიული) სპექტრს: მამოლოგია, ქიმიო და სხივური თერაპია (მართვა, დაგეგმარება), ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, რბილი ქსოვილების ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ოფთალმოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ნევროლოგია, გულ-მკერდის ქირურგია, თავ-კისრის ქირურგია.

✅ ქიმიო - თერაპიული მიმართულება დაფუძნებულია თანამედროვე პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე, რის გამოც ნდობას გვიცხადებს ამ სპექტრის პაციენტების უდიდესი ნაწილი.

✅ ინტერვენციული რადიოლოგია: მაღალტექნოლოგიური ჩარევები ექოსკოპიის, რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ქვეშ - სხვადასხვა ორგანოს ბიოფსია, ჩირქგროვების დრენირება, სიმსივნეების მოწვა და მათი სისხლმომარაგების დახშობა (აბლაცია, ემბოლიზაცია), სანაღვლე გზების, საშარდე სისტემის სტენტირება, დრენირება.

✅ ულტრათანამედროვე ქირურგიული მიმართულება: 10 უახლესი საოპერაციო დარბაზი, სადაც სრულდება ნებისმიერი სირთულის ოპერაცია Full HD ტექნოლოგიებით, მათ შორის ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია (ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობა), პროქტოლოგია და პლასტიკური ქირურგია

✅ ნეიროქირურგიული ცენტრი: აღჭურვილია ამიერკავკასიაში პირველი ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სისტემით (Medtronic)

✅ გადაუდებელი დახმარება (Emergency): 24/7-ზე რეჟიმში მომუშავე სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება და რეანიმაცია.

✅ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა და ლაბორატორია

 

გთავაზობთ სამედიცინო სერვისებს უახლესი თაობის აპარატურით:

➡️ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია MRI 1.5T (AI) მხარდაჭერით

➡️ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია GE SIGNA™ Hero 3.0T (AI) მხარდაჭერით

➡️ კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) 160 შრიანი Canon (AI) მხარდაჭერით

➡️ კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) 128 შრიანი General Electric (AI) მხარდაჭერით

➡️ კათეტერიზაციის ლაბორატორია (Cath Lab) Shimadzu Trinias c12 (AI) მხარდაჭერით

➡️ მამოგრაფიული კვლევა და სტერეოტაქსიური ბიოფსია (უახლესი თაობის მამოგრაფი Hologic 3 D)

➡️ ულტრაბგერითი კვლევების სრული სპექტრი

➡️ ენდოსკოპიური კვლევების სრული სპექტრი (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია)

➡️ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ცენტრალური ლაბორატორია და პათომორფოლოგიური ლაბორატორია

კლინიკა კვლავაც აქტიურად მონაწილეობს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიებთან (როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მიმართულებით), რაც ჩვენს მაღალტექნოლოგიურ სერვისებს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

 

✅ ჩვენი მისია უცვლელია - შევქმნათ ქართული მედიცინის მომავალი! ეს გაერთიანება ეფუძნება სამ მთავარ პრინციპს: პაციენტზე ორიენტირებული გარემო, უწყვეტი სამედიცინო განათლება და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება.

წამყვანი სპეციალისტების გუნდი, მრავალპროფილური სერვისები და ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიები - ეს ყველაფერი თქვენს სამსახურში !!!

 

კლინიკა „კოი-სამედიცინო ჰაბი“ გისურვებთ ჯანმრთელობას !

📞 ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 111 000

📍 მისამართი: თბილისი, ჩაჩავას ქ. N 1

  • ნახვები:39

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები