კიბოს მსოფლიო დღე (World Cancer Day) ყოველწლიურად აღინიშნება 4 თებერვალს და მიმართულია კიბოს დაავადებების მიმართ ცნობიერების ამაღლების, პრევენციისა და ადრეული დიაგნოზის პოპულარიზაციისთვის.
კიბოს მსოფლიო დღე პირველად გამოცხადდა 2000 წელს მსოფლიო კიბოს კონტროლის კავშირის (Union for International Cancer Control – UICC) მიერ. ეს ინიციატივა წარმოიშვა როგორც პასუხი კიბოს გლობალურ პრობლემაზე, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.
კიბოს მსოფლიო დღე ყოველწლიურად ხაზს უსვამს კონკრეტულ თემებს, რომლებიც გამოხატავს აქტუალურ გლობალურ გამოწვევებს. ბოლო წლების კამპანიები მოიცავს სლოგანებს:
- 2019–2021 წ. “Close the care gap” — ჯანდაცვის თანასწორობის გაძლიერება.
- 2022–2024 წ. “I Am and I Will” — ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ხაზგასმა საზოგადოებაში.
- 2025–2027 წ. UNITED BY UNIQUE” — უნიკალურობა ჩვენს ერთობაშია
თემატიკა ხშირად მორგებულია გლობალური და ადგილობრივი კონტექსტის შესაბამისად, რაც აძლიერებს საზოგადოების ჩართულობას და ეფექტურ კომუნიკაციას.
2026 წლის კამპანიამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა ონლაინ სივრცეშიც — დაფიქსირდა ექვსი მილიარდი ნახვა და ცხრა მილიონი ინტერაქცია სხვადასხვა პლატფორმაზე. მხარდამჭერ პოსტებს ავრცელებდნენ ისეთი გავლენიანი პირები და ორგანიზაციები, როგორებიც არიან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები — ქეით მიდლტონი და მეფე ჩარლზი, ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი, საფეხბურთო კლუბი ბარსელონა და ნობელის პრემიის ინსტიტუტი. 162 ქვეყანაში გამოქვეყნდა 30,000-ზე მეტი მედია გამოხმაურება, რის შედეგადაც კიბო და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა გლობალური ყურადღების ცენტრში მოექცა.
4 თებერვალი, კიბოს მსოფლიო დღე წარმოადგენს ინიციატივას, რადგან მსოფლიოში კიბო სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად რჩება. დროული დიაგნოზი, სწორი მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვანად ამცირებს დაავადების შედეგად გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ეს დღე აძლიერებს საზოგადოების ცნობიერებას, ჯანდაცვის პოლიტიკას, ავითარებს კვლევას და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
- ნახვები:67












